სხვა Playboy-ის გარეკანზე პირველად გამოქვეყნდა ტრანსგენდერის შიშველი ფოტო 2018, 11 იანვარი, 19:23 ![]() პირველად Playboy -ის გერმანულ გამოცემაში ჟურნალის გარეკანზე დაიდი ტრანსგენდერის შიშველი ფოტო. 21 წლის ჯულიანა ფარფალა წელზემოთ მთლიანად შიშველი ჟურნალის იანვრის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა:"ძვირფასო მეგობრებო, მე Playboy-ის გარეკანზე ვიქნები და შედეგით სუპერამაყი ვარ, იმედი მაქვს, რომ თქვენც ისევე მოგეწონებათ, როგორც მე "-დაწერა ჯულიანამ Instagram-ზე. Playboy-ის მთავარი რედაქტორის, ფლორიან ბოიტინის განცხადებით, ფარფალა-შესანიშნავი მაგალითია იმის, რომ თუ რაოდენ საჭიროა "ბრძოლა თვითგამორკვევისათვის", მანვე დასძინა, რომ 2017 წელს გარდაცვლილი ჟურნალის დამაარსებელი, ჰიუ ჰეფნერი ყოველთვის სასტიკი წინააღმდეგი იყო დიკრიმინაციის გამოვლინების ნებისმიერი ფორმის მიმართ. ![]() ჯულიან ფარფალა დაიბადა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, პატარა ქალაქ ბრაისგაუში, ბიჭი სახელად პასკალ რადემახერი ბავშობიდანვე გრძნობდა, რომ "საკუთარ სხეულს არ ფლობდა", 16 წლის ასაკში გადაწყვიტა სქესის შეცვლა, რის შემდეგაც ჯულიანა ფარფალა გახდა. ![]() შეგახსენებთ, 2017 წლის ოქტომბერში, ფრანგი ტრანსგენდერი, ინეს რაუ Playboy-ის "თვის გოგონად" დასახელდა. ![]() 73 5-ს მოსწონს
|