x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მოსამართლე ურთმელიძე რუსთავი 2-ს საეთერო დროის დათმობას სთხოვს

image

ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო მოსამართლე თამაზ ურთმელიძე 1000 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაცია 10 იანვარს 18:00 და 21:00 საათიან კურიერში გადაიცა. ამ ფაქტმა მოსამართლის უკმაყოფილება გამოიწვია. ურთმელიძე ამბობს, რომ კურიერს ინფორმაცია მასთან არ გადაუმოწმებია.


ამჯერად თამაზ ურთმელიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, რომ რუსთავი2-მა საღამოს გამოშვებებში საეთერო დრო დაუთმოს.


"მე არ დავეთანხმე დეკლარაციის არასწორად შევსების შეფასებას და როგოეც კანონმორჩილი მოქალაქე, წინასწარ გადავიხადე ჯარიმა და სარჩელით მივმართე სასამარათლოს. ჩემი მოთხოვნაა გაუქმდეს დაჯარიმების აქტი და თანხა დამიბრუნდეს. საქმე სასამართლოშია და ნებისმიერი არაკვალიფიციურად მომზადებული სიუჟეტი შეიძლება აღქმული იყოს როგორც მიზანმიმართული დევნა ჩემს მიმართ, ან სასამართლოზე ზეწოლად. რადგან მე არ მომეცა საშუალება, სიუჟეტის მომზადებისას ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა, გთხოვთ ჩემი წერილი გამოაქვეყნოთ სრულად, თქვენი ტელევიზიით, იმავე საეთერო დროს, " - ნათქვამია განცხადებაში.



0
94
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0