სხვა სოციალური ქსელი – ყველაფერი მარტივია 2018, 9 იანვარი, 23:43 სოციალური ქსელით სარგებლობა თანამედროვე ადამიანისათვის ყოველდღიურობაა და მის გარეშე ბევრ მათგანს ვერც კი წარმოუდგენია.აქ ხომ ყველაფერი მარტივია: არ გამოგრჩება მეგობრის დაბადების დღე, მნიშვნელოვანი თარიღი თუ ღონისძიება, პირდაპირ შეგიძლია ანახო მეგობრებსა თუ უცხოებს როგორ ეშვები მთიდან თხილამურებით, გაიგო ვინ როგორ ხასიათზეა მათი “პოსტების" მიხედვით.მოკლედ, ყველაფერი შეგიძლია სოციალური ქსელით და იმდენად შეისისხლ-ხორცა ადამიანმა ურთიერთობის ეს საშუალება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოუდგენელ ინფორმაციებსაც წავაწყდებით ხოლმე, ასე მაგალითად, უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი, “მკვლელი თამაშები", რომელსაც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ზოგიერთ შემთხვევაში, სოციალურ ქსელზე განსაკუთრებით შეყვარებული მომხმარებლები გაუცნობიერებლად აღმოჩნდებიან ხოლმე ისეთ კურიოზულ და ამავდროულად ამაზრზენ სიტუაციაში, როგორიცაა მიცვალებულთან ერთად “სელფის" გადაღება-გამოქვეყნება, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პანაშვიდები და სამძიმარი ჭირისუფლის FACEBOOk-ის ქრონიკაზე 24 საათიან რეჟიმშია გამართული და რეალურად პანაშვიდსა და გასვენებაზე მისვლაც სავალდებულოდ აღარ ითვლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამძიმარი ცრემლიანი “სმაილიკებით" უხვად გამოხატა. ასეა თუ ისეა, ბევრ დადებითთან ერთად, სოციალურმა ქსელმა ბევრი უარყოფითიც მოგვიტანა და მალე ალბათ, ქუჩაში გასულები ერთმანეთთან გასაუბრებასაც ვეღარ მოვახერხებთ, იმდენად გადავეჩვევით რეალურ ურთიერთობებს.თუმცა... რაღა მალე.. 21 3-ს მოსწონს
|