x
image
კატაპულტი
ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" (ნაწილი 8)

“ნიჭიერი" არქიტექტორები გამუდმებით გვანებივრებენ უცნაური, ზოგჯერ ამოუხსნელი და უჩვეულოდ სასაცილო შემოქმედებით. მაშ ასე, გთავაზობთ “ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრების" მე-8 ნაწილს.

image ამ “ზებრა" გადასასვლელის დამხაზველებმა, როგორც ჩანს, მარჯვენა მხრიდან დაიწყეს ქვეითებისთვის გზის მოწყობა, ბოლოში კი ღობე დახვდათ და იძულებულნი გახდნენ დიაგონალზე გაეკეთებინათ “ზებრა". არა და, თავიდან კი უკვირდათ, რომ პირველ გადასასვლელზე არავინ გადადიოდა.

imageკიდევ ერთი “ნიჭიერი" ჯგუფი საგზაო მონიშვნების გაკეთებაში. ისე იყვნენ ღერძულა ხაზების გავლებაში გართულები, რომ მკვდარი ცხოველის გადაგდება არც უფიქრიათ.

imageგაურკვეველი ნიშანი პარკინგზე. სავარაუდოდ, ადგილი განკუთვნილია ინვალიდებისათვის, თუმცა ეს სურათი გვაფიქრებინებს, რომ თავზე ეტლშემოდებული ადამიანი უნდა გაჩერდეს აქ.

imageროგორც იტყვიან, ჰაერზე მოსაქმებას სულ სხვა “მუღამი" აქვს. ალბათ, ძალიან კარგი ხედი აქვს ამ აივანს.

imageაი, მიშენება და აი, საყრდენი ბოძები. არ გამიკვირდება, ამის ავტორი თუ ქართველი აღმოჩდება.

image აი, კიდევ ერთი “დიდოსტატი", დაუჯერებელი საყრდენი აქვს ბოძს.

imageგიხილავთ მსგავსი მოაჯირი სადმე?

imageმხოლოდ ფოტოს მარცხენა ნაწილზე შეხედვისას, აუცილებლად გაგიჩნდებოდათ კითხვა “როგორ?", ამიტომ ფოტოს მარჯვნივ ამ ტრაპის მოხმარების მაგალითებია მოყვანილი.

imageროგორც ჩანს ამ წარწერის გაკეთება ბოლოდან დაიწყეს. ასეთი შემთხვევები ხდება და დიდად გასაოცარი არ იქნებოდა ეს ფოტო, რომ არა წარწერის შინაარსი - “ არქიტექტურისა და დაგეგმარების კოლეჯი".

imageეს კი ის მომენტია, როდესაც ვიღაც ძალიან ახლოსაა მიზანთან, მაგრამ ძალიან პატარა დეტალი უშლის ხელს.

imageსაინტერესოა, როგორ ხმარობენ ამ სარკეს?!

ასევე საინტერესოა:

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ბევრი კურიოზული ფოტო)

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 7)

3
769
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
769
  
2020, 5 თებერვალი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 თებერვალი, 2:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3