სხვა იცით, საშუალოდ რამდენ კილოგრამ ტუალეტის ქაღალდს მოიხმართ ყოველწიურად?! – სახალისო ფაქტები ტუალეტის შესახებ 2020, 6 დეკემბერი, 20:57 ტუალეტი მხოლოდ წყანარი ადგილი არაა. ბევრისთვის ის წიგნისა თუ გაზეთის საკითხავი გარემოა, ზოგისთვის სიგარეტის მოსაწევია, ზოგისთვის კი შთაგონების ადგილიც. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს არც კი გაგიგონიათ ტუალეტის შესახებ ისეთი ფაქტები, რომლებზეც ქვემოთ მოგითხრობთ. პირველ რიგში დავიწყოთ საინტერესო ინფორმაციით, თუ რატომაა უნიტაზები ყოველთვის თეთრი? უნიტაზების 95% ფაიფურისგან მზადდება.აღნიშნული მასალა მეტად გამძლე და უჟანგავია, რაც წყალთან მუდმივ შემხებლობაში მყოფი ნივთისათვის, აუცილებელი თვისებაა. თეთრი ფერი სისუფთავესთან ასოცირდება და მასზე ნებისმიერი ჭუჭყი ადვილად შესამჩნევია. თეთრი ფერი ნებისმიერი სტილის დიზაინისთვისაა მისაღები და არასდროს გამოიყურება როგორც ძველმოდური. ყველაფერთან ერთად, თეთრი ფერი ფაიფურის ბუნებრივი ფერია და არ საჭიროებს რაიმე დანამატს, რის გამოც მისი ფასიც დაბალია. ახლა კი სახალისო ფაქტებზე გადავიდეთ: 1. ტუალეტის გამოყენებისას ტრავმის შანსი 1: 10 000-ა. 2. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში უნიტაზში ყოველწლიურად 850 000 მობილური ტელეფონი ვარდება. 3. საჯარო სივრცის საპირფარეშოები ყველა ბინძური ევროპის მასშტაბით საფრანგეთშია. 4. საშუალოდ 3 წელიწადს ატარებს თითოეული ადამიანი ამ წყნარ ადგილას. 5. შუა საუკუნეებში და ზოგიერთ ამჟამინდელ სოფელშიც, საპირფარეშო საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით იდგა. 6. 26 აგვისტო ტუალეტის ქაღალდის დღეა, 19 ნოემბერი კი ტუალეტის საერთაშორისო დღეა. 7. პარურეზისი ტუალეტის გამოყენების შიშია. 8. მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ტუალეტი 147 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ეს ერთგვარი უცნაური სპორტია. 9. გერმანიაში ტუალეტში შესვლის აკრძალვა, კანონის თანახმად, სხეულის დაზიანებად ითვლება. 10. ყოველწლიურად ადამიანი საშუალოდ 15 კილოგრამ ტუალეტის ქაღალდს მოიხმარს. ასევე საინტერესოა: საინტერესო ფოტოები, რომლებიც საქმისთვის თავგადადებულ ადამიანებს გვიჩვენებენ სიტუაციები, რომელშიც ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს (ფოტოკურიოზები - ნაწილი III) ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 9) ძალიან სახალისო გიფები (ნაწილი 2) 62 4-ს მოსწონს
|