x
image
კატაპულტი
საახალწლო ნაძვის ხის სახალისო ვარიანტები (ფოტოები)
ახალი წელი მრავალი ადამიანისათვის წლის უმნიშვნეოვანესი დღესასწაულია. შესაბამისად, მის დასახვედრად ყოველთვის დიდი სამზადისი მიმდინარეობს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა ოჯახში საგულდაგულოდ მორთული ნაძვის ხე იწონებს თავს, თუმცა ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ზოგიერთმა “ნიჭიერმა" საახალწლო ნაძვის ხე ნაძვის გარეშე შექმნა, როგორ? თავად ნახეთ:

imageნამდვილად მშვენივრად გამოიყურება ეს ბოთლების “ნაძვის ხე", თუმცა დიდი სიფრთხილეა მასთან საჭირო. წარმოგიდგენიათ, მთელი წელიწადი როგორ ემზადებოდა ამის პატრონი?!

imageასეთი თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ ეზოში რამდენიმე ტოტი გიგდიათ. ფაქტიურად უდანახარჯოა.

imageუბრალოდ იდეა და თქვენი “ნაძვის ხე" მზადაა.


imageაი, კიდევ ერთი მარტივი ხერხი. უბრალოდ სათანადოდ მორთული კიბე საკმაოდ ამაყად დგას.


imageეს კი ხელთათმანებისაგან გაკეთებული “ნაძვის ხეა". ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ფილტვების კარგი ვარჯიში გამოუვიდოდა შემქმნელს.

imageმარტივი და საკმაოდ ლამაზი, არ მეთანხმებით?

imageასევე მარტივი. უბრალოდ, სწორად დალაგებული პატარა ბალიშები, რომელთაც მთლიანობაში “ნაძვის ხის" ფორმა აქვთ.

imageდა აი, ისევ წიგნები. ნათქვამია წიგნები გადაარჩენს სამყაროსო, მაგრამ არ მგონია, მათი ასე გამოყენება იგულისხმებოდეს.

imageეს კი უფრო მოჩვენებას ჰგავს. წვრილ ძაფებზე დაკიდებული სათამაშო ბურთები, რომლებიც მთლიანობაში ნაძვის ხის ფორმას ქმნიან. არც კი ეტყობა, რომ ზევით რამეზე კიდია.

image ეს კი ხილისგან გაკეთებული საკმაოდ მიმზიდველი “ნაძვის ხე".


ასევე საინტერესოა:

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 9)

*

სიტუაციები, რომელშიც ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს (ფოტოკურიოზები - ნაწილი III)

*

საინტერესო ფოტოები, რომლებიც საქმისთვის თავგადადებულ ადამიანებს გვიჩვენებენ

*

ძალიან სახალისო გიფები (ნაწილი 2)

*

რა უნდა იცოდეთ საახალწლო ფეიერვერკის შესახებ?!


2
171
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
171
  
2020, 16 დეკემბერი, 2:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 13 დეკემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2