საზოგადოება თურქეთში გადასვლის წესი იანვრიდან შეიცვალა 2018, 9 იანვარი, 18:43 მიმდინარე წლის იანვრიდან თურქეთში გადასვლის მსურველთათვის ახალი წესები ამოქმედდა. საზღვრის კვეთისას ცვლილებები თურქულმა მხარემ ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის შეიტანა. როგორც თურქეთის საკონსულოში ამბობენ, უკვე ცნობილია, რა ცვლილებებს გამოიწვევს თურქეთსა და საქართველოს საზღვრის გასწცრივ ახალი, ელექტრონული სისტემის შემოღება. "მიღებული გადაწყვეტილებით, იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირდება 1 დღის ოდენობით. გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი გახდეს, " - ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 2618 შეფასება არ არის
|