სხვა მოგზაურობა დროში-ბიჭი ამტკიცებს,რომ 6000 წელში იმოგზაურა 2018, 7 იანვარი, 18:51 ![]() ახალგაზრდას მტკიცებით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ApexTV-ს მისცა ინტერვიუ, იგი ამბობს, რომ 90-იან წლებში გახდა ზესაიდუმლო პროგრამის ნაწილი, რის მიხედვითაც მან თითქოს და 6000 წელში იმოგზაურა და იქიდან ფოტოც ჩამოიტანა. "დროში მოგზაური" ამტკიცებს, რომ ზესაიდუმლო პროგრამა კვლავ ტესტირებას გადის და მის შესახებ მსოფლიო 2028 წელს შეიტყობს. მამაკაცმა აღიარა, რომ რაც ნახა რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ, ვინმე იფიქრებს მასზე რომ სულელია, რადგან ისე ძლიერ შეიცვალა მსოფლიო, რომ 2018 წლის ადამიანები ძალზე პრიმიტულებად და უბადრუკებად გამოიყურებიან, აღიარა "მოგზაურმა". ![]() საოცარია, მაგრამ სულელურ ზღაპარს, რომელიც 2 იანვარს არის ატვირთული იუტუბზე 700 000-მდე ნახვა აქვს, თუმცა უმეტესობა უარყოფითი კომენტარებია: "4000 წლის შემდგაც არსებობს ფოტოები?" "რატომ დავკარგე დრო, რომ ამ ვიდეოსთვის მეყურებინა?" "ამდენი იმისთვის იმოგზაურა, რომ "პოლაროიდით" გადაღებული ბუნდოვანი სურათი ჩამოეტანა"? "მე მგონი ამ ტიპმა ტვინი სხვა რეალობაში გადატვირთა" "ეშმაკმა დალახვროს, ეს ვიდეო 1 აპრილსაა ჩატვირთული?" "რა მოწია ამისთანა, რომ ჰგონია დროში იმოგზაურა?" 1025 9-ს მოსწონს
|