გიორგი მახარაძის დეიდაშვილი, მარიამ ქაცარავა ამბობს, რომ გიორგი თურქეთში დედასთან და მამასთან ერთად იმყოფება. ის აჩიბადემის კლინიკაში იტარებს გამოკვლევებს.
მისი თქმით, საქართველოში ორი კვლევა ჩატარდა და ორმა კლინიკამ სხვადასხვა პასუხი უთხრა, რამაც თურქი ექიმების გაოცება გამოიწვია. ფაქტიურად ნულიდან იწყება გამოკვლევები, ახლა უჯრედოვანი გამოკვლევა უტარდება და ზუსტი პასუხი ხვალ გვექნება:
– „მდგომარეობა კარგი ნამდვილად არ არის. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს თურქმა ექიმებმაც. თუმცა რომელი სტადიაა, ქიმიოთერაპიის რამდენ კურსს დაუნიშნავენ, ეს ხვალ გვეცოდინება. ჯერ იქ გააგრძელებს მკურნალობას. პირველ ეტაპზე რა თანხასაც ვვარაუდობდით, ის თანხა შეგროვდა. ამერიკაში შეაგროვეს, თბილისშიც შეგროვდა. გიორგის დედამ მითხრა, რომ ძალიან ძვირი ღირს იქ ყველაფერი, თითო გამოკვლევას რამდენიმე ათასი დოლარი სჭირდება. თანხის ნაკლებობას ჯობია ზედმეტი გვქონდეს, ამიტომ ისევ ვაგრძელებთ თანხის შეგროვებას. როგორც გიორგი ამბობს, ზედმეტი თანხა თუ დარჩება, ამ ფულს გაჭირვებულ ბავშვებს გადასცემს, “ - ამბობს ქაცარავა ambebi.ge-სთან საუბრისას.