საზოგადოება დებილების ერთობაა საქართველოს მთავრობის იურისტები, უკლებლივ - ნიკა გვარამია 2018, 5 იანვარი, 18:03 „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სააკაშვილის საქმის პროკურორის განმარტებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ტელეიმედზე პროკურორი ნადარეიშვილი სრული სერიოზულობით განმარტავს, რომ შეწყალების უფლება არაა აბსოლუტური, არამედ მხოლოდ ექსკლუზიურია და შერჩევითია კეთილსინდისიერების კრიტერიუმით (რაც შემომოწმებადია, თურმე:))), და მისი გამოყენება გათანაბრებულია პროკურორის უფლებასთან, საქმეზე გააფორმოს საპროცესო შეთანხმება. თან აპელირებს სტრასბურგის სასამართლოზე, რაც ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ უზუსტობასთან ერთან, სტრატეგიულად უმძიმესი შეცდომაა მთავრობისთვის (რაც, არ დავმალავ, მიხარია). 156 შეფასება არ არის
|