საზოგადოება მსახიობი გიორგი მახარაძე თურქეთში გამოკვლევებზე გაემგზავრა 2018, 3 იანვარი, 16:57 დღეს მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელსაც თბილისში ავთვისებიანი სიმსივნის დიგნოზი დაუსვეს, და მისი დედა თეო ჩივაძე თურქეთში გაემგზავრნენ, სადაც გიორგის დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს. მარიამ ქაცარავამ ფეისბუქზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზედაც თბილისის აეროპორტიდან მათი გაცილებაა აღბეჭდილი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს უამრავი კომენტარი აქვს, რომელთა ავტორები გიორგის სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ. 232 1-ს მოსწონს
|