ასტროლოგია ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მიმზიდველი თვისება 2018, 1 იანვარი, 14:10 ![]() ვერძი - თამამი ''დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და ერთი შეხედვით უშიშარი ვერძი მზადაა შანსები გამოიყენოს და თამამად იმოქმედოს. დაუყოვნებლივ იღებს იმას, რაც სურს. თქვენ არ მოიწყენთ, მისით გაოცებულიც დარჩებით.'' კურო - სენსუალური ''მასთან პაემანი დიდი სიამოვნებაა. მშვიდი მუსიკა, საკვები და სასმელი, ნაზი ქსოვილი, ბრწყინვალე მასაჟი მისი ხელებით.. უდაოდ გამოცდილია. თუ კურო რამეს გიზიარებს, იცოდე რომ განსაკუთრებული ხარ.'' ტყუპები - სიცოცხლით სავსე ''ის გასართობი ცენტრია. ყველაზე კომუნიკაბელური, გონებამახვილი, ბავშვივით ლაღი. ნებისმიერი თემის ნათელი კუთხით დანახვა შეუძლია. საოცრად შესამჩნევია ეს ადამიანი, მაგრამ ასე იოლად ვერ მიიღებ.'' კირჩხიბი - თანამგრძნობი ''ძალიან მზრუნველია. სიფრთხილით უშვებს ადამიანებს თავის ცხოვრებაში, მაგრამ ერთხელ თუ გახდები მისი სანაცნობო წრის ნაწილი, შენთვის ყველაფერს გააკეთებს. მოგისმენს და კომფორტს შეგიქმნის.'' ![]() ქალწული - ჭკვიანი ''უზადო ინტელექტი აქვს. ანალიტიკური აზროვნებაც და პრაქტიკულიც. პირდაპირი ადამიანია. ყველაფრის გაშიფვრა შეუძლია, შენი ჩათვლით. ხედავს საუკეთესო მხარეს და სხვებსაც უბიძგებს წარმატებისკენ.'' სასწორი - ერთგული ''შესანიშნავი პარტნიორია, მარტოობაც არ მოსწონს. ვინც უყვარს, მისთვის ყველაფერს აკეთებს. თავს განგებ არავის აყვარებს. სასწორი სიყვარულის მხატვარია, შეგიძლია გულით ენდო. რომანტიკული ჟესტებითაც გამოირჩევა.'' მორიელი - ვნებიანი ''მის სულზე რომ არაფერი ვთქვათ, მორიელის დაჟინებული მზერის იდუმალება და სიბნელეც აშინებს ზოგს, მაგრამ მის გვერდით იგრძნობ, რომ ცოცხალი ხარ ♥ მოგზაურობის ქარიშხალში გადაგიყვანს, დინამიტია.'' ![]() თხის რქა - საიმედო ''ყველას სურს მისი სიმტკიცე ჰქონდეს. შემდგარი პიროვნებაა, სანდო და ერთსულოვანი. ყრმობიდანვე გაზრდილი, მოდუნებულია. წლებთან ერთად მხიარულება ემატება. შეგიძლია დაეყრდნო, ფეხზე წამოგაყენებს.'' მერწყული - დამაინტრიგებელი ''თავს არ მოგაბეზრებს. იცის როგორ გაერთოს. უკიდურესად ინდივიდუალურია და წესები, პრეცენდენტები არ ადარდებს. ამასთან, ინტელექტუალური და სასიამოვნო მოსაუბრეა, შენს ინტერესებს გაგებით მოეკიდება.'' თევზები - რომანტიკული ''ესმის რომანტიკა, ყველაზე ველურ ოცნებასაც ფრთას შეასხამს. ამ ცივ, ულმობელ სამაყროში მისი სათუთი, მეოცნებე სულის ადგილი არაა. მისტიური, პოეტური, არტისტული და ემპათიკურია, მასავით ვერავინ გაგიგებს.'' ![]() 315 3-ს მოსწონს
|