ასტროლოგია აპრილში დაბადებული ადამიანის 10 დაუჯერებელი თვისება 2018, 1 იანვარი, 17:14 10. ის მგრძნობიარეა. ბუნებით ძალიან ემოციურია. კარგი ადამიანია, მაგრამ გული შეიძლება იოლად ეტკინოს. მასთან საუბრისას ყოველთვის უნდა აკონტროლოთ გრძნობები. 9. ის ცნობისმოყვარეა. სურს, რომ ყველაფერი იცოდეს. ხშირად ყოფს ცხვირს სხვის საქმეში და არ ნებდება, სანამ სასურველს არ გაიგებს. ამ თვისებას არც მალავს. 8. მამაცია. მტკიცე პოზიციას იჭერს და ამაზე ღიად საუბრობს. მზადაა წნეხს, დაბრკოლებას თამამად გაუმკლავდეს. გამბედაობით ცხოვრებაში უკეთეს პერსპექტივებს იღებს. 7. შემოქმედებითი ადამინია, ბავშვობიდანვე არ აკლია კრეატივი. არასდროს იწყენს, იცის დღეს რა გააკეთოს. დამოუკიდებელია (ფინანსებშიც), ყოველთვის ბევრი ჰობი და გეგმა აქვს. სტილიც - უნიკალური, განსხვავებული. 6. ის მოუთმენელია. შეიძლება ძალიანაც.. ლოდინს ვერ იტანს და ამის თავიდან ასაცილებლად, არარსებულ გზებსაც ეძებს. მოკლე ტემპერამენტის გამო უხეშადაც იქცევა და იბნევა ხოლმე. 5. ის საკმაოდ აგრესიულია. იფიქრებ, რომ უხეში, ეგოისტი და შემტევია, მაგრამ რეალურად კეთილი და მგრძნობიარე პიროვნებაა - ამას არ აჩვენებს. ჩინებული ლიდერია, რომელსაც შეუძლია წარმატების კარი გააღოს. 4. უყვარს თავგადასავლები. ამის დამალვა შეუძლია - მშვიდი და სტაბილური მოგეჩვენება, მაგრამ ვერ იტანს ყოველდღიურობას. იმას აკეთებს, რაც უყვარს. უარს ამბობს მოსაწყენ რუტინაზე. აქტიურია და დროს არ ფლანგავს. თავს მაშინ ზოგავს, როცა ცუდ გუნებაზეა. 3. მეგობრებისთვის ძვირფასია. ნამდვილად კარგი მეგობარია, მთავარია ნდობა მოიპოვო. მეგობრობას სერიოზულად ეკიდება, უფრთხილდება ურთიერთობას. ერთგულია და უმრავლესობა სამუდამოდ ინარჩუნებს მეგობრის სახელს. 2. მარჯვედ მუშაობს. უნებისყოფოა, მაგრამ ახდენს შთაბეჭდილებას. შეუძლია იდეალური შედეგისთვის რამდენჯერმე სცადოს, მთელი ჟინით (თუ იცის, რომ დაუფასდება). სავსეა ენერგიითა და ენთუზიაზმით. მთავარი მიზანი მისთვის ფული არაა. 1. ძალიან რომანტიკულია. საქმე როცა სიყვარულს ეხება, მასზე რომანტიკული ძალიან ცოტა ადამიანია. უკიდურესად მოსიყვარულე, ფანტაზიორი ხდება. ურთიერთობას ალამაზებს, თავს ბედნიერად გრძნობს. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– აპრილში დაბადებული ადამიანი საკუთარი თავისა და სხვის მიმართ ძალზე კრიტიკულია, ვერ იტანს უსამართლობას და სიყალბეს. ბედნიერებაში მას სიჯიუტე უშლის ხელს. 320 4-ს მოსწონს
|