x
image
- ლანა -
გაიგეთ თქვენი დადებითი თვისება დაბადების სეზონის მიხედვით
image

გაზაფხულის ბავშვი:

შენს ახლობლებს ყოველთვის მეგობრულად უსმენ, გსიამოვნებს ხალხის დახმარება.. რაინდად აღგიქვამენ. შეგიძლია სამყარო უკეთეს ადგილად აქციო და გააფერადო. ნამდვილად კარგი გული გაქვს! გონებაგახსნილობით ყველას ხიბლავ. ხდები ღიმილის მიზეზი :) რეალისტი ხარ, ამიტომაც ხალხს ადვილად იმეგობრებ და განიცდი მრავალ თავგადასავალს.


ზაფხულის ბავშვი:


ძალიან დამოუკიდებელი ხარ და ნებისმიერ პრობლემას მარტივად ჭრი. კრეატიულობა შენი უდიდესი ღირსებაა. დროის შემოქმედებითად გატარება შენთვის შვებაა. პატიოსანი ხარ, ახლობლებს არასდროს ატყუებ. ყველგან ბედნიერი ფიქრებით მიდიხარ და არ უშვებ ნეგატივს. ხალხს დროის შენთან გატარება უყვარს, რადგან ჩინებული ამხანაგი ხარ!


შემოდგომის ბავშვი:

გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ფიქრობ. თვალები ფართოდ გაქვს გახელილი და სიცრუე არ გამოგეპარება. ახლობლებთან აზრიანი საუბრები გიყვარს - ეს განტვირთაცაა შენთვის.. კარგი თუ სამწუხარო, ყველაფერი გინდა მათ გაუზიარო. უყვართ შენი გონებაგახსნილი და სასიამოვნო ბუნება. ცხოვრებაში ბევრი რამ გამოგიცდია და საუცხოო რჩევებს იძლევი.


ზამთრის ბავშვი:

ძნელია, ვინმეს დახმარებაზე უარი თქვა. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვარს, მაგრამ ყველასთან კარგი ურთიერთობა გსურს. გულში თუ ვინმეს შემოუშვებ, წასვლის ნებას აღარ აძლევ. მაქსიმალისტი ხარ. ბევრს უყვარს შენი ჭეშმარიტი ხასიათი და საუკეთესო მეგობრად გთვლიან! ფანტასტიკური მასპინძელი ხარ, სიამოვნებით გსტუმრობენ.


0
118
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0