x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტესტი: აირჩიეთ კაბა და უფრო ახლოს გაიცანით საკუთარი თავი

კაბის შეძენისას, ქალი მხოლოდ მოდის ტენდენციებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ, ქვეცნობიერად, ცდილობს აირჩიოს ნივთი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მის შინაგან სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ კაბა მთლიანად გადმოსცემს მის შინაგან მდგომარეობას, ავსებს და ამშვენებს მას. ხოლო, ამ ტესტის გამოყენებით, ხასიათის გარკვევა, ძალიან მარტივია.

როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ხასიათი, მისი ჩაცმულობით? ქვემოთ სურათზე რამდენიმე სტილის კაბებია მოცემული. აირჩიეთ ის მოდელი, რომელიც თქვენს ჩაცმის სტილს შეესაბამება.


image

ტესტის შედეგები:

image

image
მარადიული რომანტიკოსი. თქვენი გარშემომყოფების იდეალიზებას ახდენთ და მათ დადებით თვისებებს ანიჭებთ. ცდილობთ, ბოროტება არ შეამჩნიოთ. ხართ მგრძნობიარე და კეთილი ადამიანი და იცით, როგორ იცხოვროთ სამყაროსთან ჰარმონიაში. ადამიანებს უყვართ თქვენთან ურთიერთობა და მათ თქვენკენ იზიდავთ... და არასოდეს ჩაიდენთ ქმედებას, რომელიც თქვენს სინდისთან წინააღმდეგობაში მოდის.

image
«ჩაცმულ–დახურული» – ეს გამოთქმა თქვენზეა. ყველაზე უხერხულ სიტუაციაშიც კი, ცდილობთ საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ. ჩაცმის სტილი და ხასიათი, ერთ მთლიანობას ქმნის. თქვენ ასევე ცდილობთ, თქვენი ცხოვრების იდეალიზებას და საკუთარი წარუმატებლობის შესახებ, არავის უყვებით.

image
იდუმალი ქალბატონი. თუ ადამიანის ხასიათი, ჩაცმის სტილის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ადვილი გამოსაცნობია, – თქვენ სრულიად საპირისპირო შემთხვევა ხარ. მთელი თქვენი ცხოვრება იდუმალებით არის მოცული. ბოლომდე, ვერავინ გიგებთ, თქვენთვის უახლოესი ადამიანებიც კი. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველაფრის უნარი შეგწევთ, – ნებისმიერი საზღვრის გარღვევა შეგიძლიათ.

image
მეჯლისის დედოფალი. თქვენ სხვისი ყურადღებით «იკვებებით» – ქების გარეშე ცხოვრება, უბრალოდ, არ შეგიძლიათ. ყურადღების ცენტრში ყოფნა, თქვენთვის ჩვეულებრივი რამ არის. ამასთან, იცით, როგორ დაარწმუნოთ ადამიანი, ის გააკეთოს, რაც გსურთ. თქვენი მისამართით კრიტიკის უფლებას არავის აძლევთ და საკუთარ სრულყოფილებაში დარწმუნებული ხართ... და საწინააღმდეგოში, ვერავინ დაგარწმუნებთ.

image
ოჯახის კერის დამცველი – ოჯახი თქვენთვის ყველაფერია. მზად ხართ, საყვარელი ადამიანებისთვის, თავიც კი გასწიროთ. კაბის არჩევის ტესტი, როგორც ძალიან კეთილ და გახსნილ ადამიანს გახასიათებთ. თქვენთვის არ არის დამახასიათებელი ეგოიზმი. ხშირად, საკუთარ სურვილებს ივიწყებთ და მთელ ცხოვრებას ოჯახს უძღვნით. შეგიძლიათ, სრულიად უცხო ადამიანსაც კი, უანგაროდ დაეხმაროთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 15 საინტერესო არტეფაქტი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

* ჩანთა ფულით – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

* მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ უთვალთვალებენ კატები საკუთარ პატრონებს? – უცნაური ფაქტი კატების შესახებ

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას


0
288
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0