x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა მოვიშოროთ!

ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის შედეგების შეჯამების, ახალი მიზნები დასახვის და ზედმეტი რაღაცეების მოშორების დრო დადგა. უნდა მოვიშოროთ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხელს გვიშლის და ჩვენს წინსვლას აფერხებს.

თუ ხშირად გრძნობთ ემოციურ დაძაბულობას, შიშს, მოსაგვარებელი პრობლემების სიმძიმეს, ნამუსის ქეჯნას, წუხილს, წარსულის გამო — საკუთარი თავის ხელში აყვანის და იმის გაცნობიერების დრო მოვიდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ნეგატიური აზრებია, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გვიშლის! რა თქმა უნდა, ყველას აქვს რთული ცხოვრებისეული სიტუაციები. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რა არის მთავარი და რისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ ყოველ დღე.


image


1. მოიცილეთ აზრები, რომლებიც საკუთარი ძალასა და შესაძლებლობში დაეჭვების საფუძველს გაძლევთ.


2. თავიდან მოიცილეთ დანაშაულის გრძნობა, რომელიც მიზნისაკენ სავალ გზაზე ბარიერად არის აღმართული და ის გააკეთეთ, რისი გაკეთებაც ნამდვილად გინდათ (რა თქმა უნდა, თუ თქვენი ქმედება სამართლებრივ ჩარჩოს არ გასცდება).


3. მოიცილეთ შიშის გრძნობა შეუცნობელისადმი. გადადგით მხოლოდ ერთი ნაბიჯი და დაინახავთ, რომ ახალი გზა თავად გაიხსნება თქვენს წინაშე.


4. მოიშორეთ წუხილი, ამა თუ იმ ფაქტის გამო. ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, აზრი – «ჩემთვის სულ ერთია», აუცილებელი არის.


5. შეწყვიტეთ ნერვიულობა რამის გამო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რამის შეცვლა შეუძლებელია.


6. შეწყვიტეთ სხვა ადამიანების დადანაშაულება. საკუთარ ცხოვრებაზე ყველა თავად არის პასუხისმგებელი. თუ რამე არ მოგწონთ, ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიოთ: ისე მიიღოთ როგორც არის ან თავად შეცვალეთ.


7. თავიდან მოიცილეთ აზრი, რომ რაღაც კარგად არა გაქვთ. თქვენ სამყარის ისეთი სჭირდებით, როგორიც ხართ.


8. თავიდან მოიცილეთ აზრი, რომ თქვენი ოცნებები მნიშვნელოვანი არ არის. ყოველთვის საკუთარი გულის ძახილს მიჰყევით.


9. მოიშორეთ ყველაფრის საკუთარ თავზე აღების ჩვევა. ნუ დახარჯავთ ამაზე მთელს ძალას და ენერგიას. პირველ რიგში, საკუთარ თავზე იფიქრეთ, ყველაფრის მარტო გაკეთებას მაინც ვერ შეძლებთ და კიდევ იმაზე, რომ თქვენ უფრო მთავარი ხართ, ვიდრე, ერთად აღებული, ყველა საქმე.


10. მოიშორეთ ფიქრები იმაზე, რომ ირგვლივ ყველა თქვენზე ბედნიერი, წარმატებული და უკეთესია.


11. მოიშორეთ აზრები იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ყველაფერი ორ კატეგორიაში ნაწილდება – ყველაფერი ან სწორეა, ან არასწორე, შავი ან თეთრი. დატკბით კონტრასტებით და დააფასეთ ცხოვრების მრავალფეროვნება.


12. რაც იყო, იყო. მოიცილეთ ფიქრები წარსულზე. წინ სვლის და ახალი ისტორიის შექმნის დრო მოვიდა.


13. მოიცილეთ ფიქრები იმაზე, რომ თქვენ იქ არ ხართ, სადაც თქვენი ადგილია. სინამდვილეში, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა იყოთ და საიდანაც თქვენთვის სასურველ ადგილზე უნდა წახვიდეთ. უბრალოდ, დაფიქრდით, სად გინდათ წასვლა?


14. მოიშორეთ წყენა ოჯახის წევრებზე (მათ შორის ყოფილებზე) და ახლობლებზე. ყველანი ვიმსახურებთ ბედნიერებას და სიყვარულს. თუ სიყვარული დასრულდა – იმას არ ნიშნავს, რომ არ ყოფილა.


15. მოიშორეთ განდიდების მანია და ყველაფრის ერთბაშად კეთებუს სურვილი. იფიქრეთ იმაზე, რომ დღეს ის გააკეთეთ, რისი საშუალება და შესაძლებლობაც გქონდათ და ეს სავსებით საკმარისი იქნება.


16. მოიცილეთ ყველაფრის წინასწარ გაგების სურვილი. ცხოვრების გზაზე, ყველაფერს ნელ-ნელა შეიტყობთ.


17. მოიშორეთ ფულთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ვალი გაქვთ, შეადგინეთ მისი გადახდის გეგმა და მთელი ყურადღება საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისკენ მიმართეთ.


18. მოიშორეთ სხვა ადამიანების შეცვლის სურვილი – ყველას საკუთარი გზა აქვს. საუკეთესო რაც შეიძლება გააკეთოთ, — გარემოს კონტროლისთვის თავის დანება და საკუთარ თავზე მუშაობაა.


19. მოიშორეთ ყველასგან კეთილგანწყობის და შექების მიღების სურვილი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველას ერთნაირად უყვარს და პატივს სცემს.


20. მოიშორეთ საკუთარი თავის კრიტიკის სურვილი. ადამიანი მხოლოდ ფიგურა ან სასწორზე დაფიქსირებული ციფრები არ არის. გაიგეთ უფრო მეტი, საკუთარი არსის შესახებ და გახსოვდეთ, რომ სამყაროს თქვენ ისეთი სჭირდებით, როგორიც ხართ. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი!


0
1877
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1877
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0