საზოგადოება ლომჯარიამ ნანუაშვილის მიერ 105 ათასად ნაყიდი მანქანა სახელმწიფოს დაუბრუნა 2017, 27 დეკემბერი, 22:16 საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მისი წინამორბედის, უჩა ნანუაშვილის მიერ 105 ათას ლარად ნაყიდ Mercedes-Benz GLA-ს აუქციონის წესით ყიდის. ლომჯარიას თქმით, მანქანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უკვე გადასცა, მიღებული თანხა კი ბიუჯეტში გადაირიცხება. მისი თქმით, მსგავსი მოდელის მანქანის საჭიროება სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს და “გაუმართლებლად აზარალებს ბიუჯეტს”. შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა ავტომობილი 2016 წელს იყიდა. მაშინ სახალხო დამცველი ახალი ავტომობილის შეძენას საჭიროებით ხსნიდა. თუმცა ჟურნალისტური გამოძიებებით დადგინდა, რომ ახლადნაყიდი ძვირადღირებული ავტომანქანა თვეების განმავლობაში ავტოსადგომზე უმოქმედოდ იდგა და აპარატი მას არ იყენებდა.
433 შეფასება არ არის
|