ქალი ვენების ვარიკოზული დაავადება-მიზეზები,პროფილაქტიკა და მკურნალობა 2017, 26 დეკემბერი, 15:26 ყველა ქალის სურვილია, რომ ქვედა კიდურები იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა სარკესთან დგომისას ერთხელაც აღმოაჩნეთ, რომ თქვენი სისხლძარღვები დაფარულია "ლურჯი ვარსკვლავებით", უყურადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება, რადგან ეს "სამკაული" დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და ერთ დღესაც ელემენტარულად კაბასაც ვეღარ ჩაიცვამთ. ვარიკოზული დაავადება ცნობილია უძველესი დროიდან. მის შესახებ ცნობები მოიპოვება ეგვიპტურ პაპირუსებში, ბიზანტიის კანონთა კრებულში მედიცინის შესახებ და ძველ აღთქმაშიც კი. ვარიკოზული დაავადების მკურნალობას ცდილობდნენ (თუმცა უშედეგოდ) ძველი დროის უდიდესი ექიმები ჰიპოკრატე, ავიცენა, გალენი და პარაცელსი. მას უწოდებდნენ ”დაავადებას, რომელიც მოგცელავს”. ამ დაავადების შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა იტალიელმა ექიმმა მარჩელო მალპიგიმ. სწორედ მან აღმოაჩინა 300 წლის წინათ კაპილარული სისხლის მიმოქცევა და დაამტკიცა, რომ სისხლი მიედინება არტერიებიდან ვენებისაკენ და იქიდან კი გულისაკენ. ![]() ადრე ითვლებოდა ვარიკოზული დაავადება მხოლოდ "ფეხზე მდგომი" პროფესიების დაავადებაა, პირველი სიმპტომები 35 წლის შემდეგ შეინიშნება, თუმცა დღეს დაავადება უფრო გაახალგაზრდავდა და "კომპიუტერული თაობის" 20-30 წლის ქალებშიც შეინიშნება. სამწუხაროდ, არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული სიმპტომები როდესაც დაავადება იწყება. მაგრამ თუ თქვენ გტკივათ და ადვილად გეღლებათ ფეხები, გრძნობთ სიმძიმეს და გაქვთ მწვავე შეტევები - ეს არის განგაშის საბაბი, ამის შემდგე გამოჩნდება ნაცნობი ძლივს შესამჩნევი მოლურჯო ვენები - სისხლძარღვთა ბადეები, რომელსაც დროზე თუ არ მიხედავთ და იმკურნალებთ მოგვიანებით გახდება კიდევ უფრო შესამჩნევი - განგაშის ატეხვა აუცილებელია მანამდე, სანამ ფეხების ზედაპირზე ფეხები გამოჩნდა კანქვეშა ვენების მთლიანი კვანძები, მახინჯი თრომები და წყლულები, რასთანაც ბრძოლა ძალზე რთულია, მკურნალობა შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. ![]() სამწუხაროდ ზუსტი მიზეზების დადგენა, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ვარიკოზი ძნელი დასადგენია, მოქმედებს რიგი ფაქტორები: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მკურნალობა: ![]() მალამოები და გელები-ხსნის დაღლის და სიმძიმის სიმპტომებს, მკურნალობის ამ მეთოდს არ მოაქვს სწრაფი ექფექტი, თუმცა მისი ხანგრძლივი გამოყენებით შესაზლებელი სიტუაციის გამოსწორება შეჩერება დაავადების საწყის ეტაპზე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() საუკეთესო ხალხური მეთოდი(საწყის ეტაპზე)- 300 გ ჩვეულებრივი წაბლი გაასუფთავეთ ნაჭუჭისგან, წვრილად დაჭერით და მოათავსეთ 0, 5 ლიტრიან მუქი ფერის ბოთლში. დაასხით არაყი ბოთლის პირამდე და დაახურეთ თავსახური. დადგით 2 კვირით დასაყენებლად ბნელ, თბილ ადგილას და ყოველ დღე შეანჯღრიეთ ბოთლი. ნაყენი დილა-საღამოს შეიზილეთ ფეხებზე 370 8-ს მოსწონს
|