x
image
ვიზა კოხაძე
სამი საუკეთესო კოქტეილის მომზადების წესი საზამთროდ

imageთუ გსურთ საახალწლოდ მხოლოდ შავი ღვინით ან შამპანიურით არ დათვრეთ, შეგიძლიათ საუკეთესო ხარისხის კოქტეილის მომზადების წესებს გაეცნოთ.გთავაზობთ "Lumberjack" ბარის სამ საავტორო რეცეპტს სეზონური სასმელის მოსამზადებლად, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა დასახელების სპირტიან ნაყენს. მაგალითად კონიაკს, ვისკს, არაყს, რომს, ლუდს, ჯინს, ღვინოს. კოქტეილის მოსამზადებლად კი ზოგადად რამდენიმე დასახელების ინგრედიენტია საჭირო, მათ შორის კვერცხი, თაფლი, ნაყინი, ფორთოხლის, ლიმონის, ვაშლის ან ალუბლის წვენი, როზმარინი, დარიჩინი და სხვადასხვა სანელებლები.image1 ) - "Hogsmeade" იგივე «Хогсмид» რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნონ "ჰარი პოტერის" თაყვანისმცემლებმა.საჭირო ინგრედიენტებია: ჯინი - 30 მლ;კარამელის სიროფი - 25 მლ; სიროფი( კოჭა) - 15 მლ;კრემი - 30 მლ;ლუდი - 100 მლ;დარიჩინი გემოვნებით და "მუსკატნი არეხი" - გემოვნებით; ნაღები 50 მლ; იმბირის და კარამელის სიროფს სხვა დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად წინასწარ გამზადებულ დიდ ზომის ჭიქაში ვურევთ.image2 ) «Шарлиз» - ცხელი, ცხარე კოქტეილი კომბინირებული ვაშლით, თაფლით, როზმარინით და დარიჩინის ლიქიორი.საჭირო ინგრედიენტებია: არაყი - 40 მლ; თაფლის სიროფი - 20 მლ; ვაშლის წვენი - 100 მლ; დაჭრილი და გათლილი ვაშლი - 40 გრამი; როზმარინი - 2 გრამი.ცხელი ნარევი მოათავსეთ დიდ ბოკალში როზმარინის და ლიქიორის გარდა ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში, ბოლოს დაამატეთ წინასწარ მომზადებული როზმარინის და ლიქიორის სასურველი დოზა და ლიქიორიც მზადაა.image3 ) ირლანდიური - მუქი ლუდით და ვისკით.საჭირო ინგრედიენტებია: - ლუდი - 120 მლ; სიროფი - 15 მლ; ალუბლის წვენი - 50 მლ; ფორთოხლის ცედრა - გემოვნებით; სიროფი გრენადინი - 15 მლ;ლიმონის ცედრა - გემოვნებით; ვისკი - 15 მლ;სანელებლები - გემოვნებით. მომზადების წესი ასეთია: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში გარდა ვისკისა, გავათბოთ ყველაფერი და არ გავაცხელოთ, შემდეგ დავამატოთ ვისკი და ბოკალის ტიპის ჭიქაში ჩავასხათ. კოქტეილი «Ирландский» - მზადაა და გემრიელად მიირთვით.

0
24
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0