![ყავის ლიქიორი-უგემრიელესი სასმელი image](/uploads/article_images/small/300871363008902.jpg)
![ყავის ლიქიორი-უგემრიელესი სასმელი image](/uploads/article_images/small/300871363008929.jpg)
მრავალი გემრიელი ტკბილი სასმელი არსებობს, მაგრამ ყავის ლიქიორს მაინც ვერაფერი შეედრება.გაგაცნობთ მისი მომზადების საიდუმლოს, რომელიც ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მეგობრის დედამ მასწავლა.
საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები;
1.კონიაკის სპირტი- 200 გრამი;
2.თხევადი ყავა -4 სუფრის კოვზი;
3.შაქარი -300 გრამი;
4.ვანილი - ერთი შეკვრა.
![ყავის ლიქიორი-უგემრიელესი სასმელი image](/uploads/article_images/small/300871363008955.jpg)
ყავის ლიქიორის მომზადების პროცედურა ასეთია:
300 გრამ შაქარს და 0, 5 ლიტრ წყალს მოვადუღებთ დაბალ ცეცხლზე, რომ მივიღოთ სიროფი. გაცივების შემდეგ ჩავაყაროთ ერთი შეკვრა ვანილი და კარგად გავხსნათ მოდუღებულ სიროფში.შემდეგ მივცემთ 200 გრამ კონიაკის სპირტს და 4 სუფრის კოვზ თხევად ყავას. რა თქმა უნდა მორევა არ უნდა შევაჩეროთ.
ყველაფერს ერთად კვლავ შემოვდგამთ გაზზე და როგორც კი წამოდუღდება, გადმოვდგამთ და გავაცივებთ.
![ყავის ლიქიორი-უგემრიელესი სასმელი image](/uploads/article_images/small/300871363008989.jpg)
დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ და ხშირად მოამზადებთ აღნიშნულ სასმელს.თუმცა ერთი რჩევაც მინდა მოგცეთ საკუთარი გამოცდილებიდან:რაც უფრო მეტ მეგობარს დააგემოვნებინებთ ყავის ლიქიორს, მით მეტი კონიაკის სპირტი და თხევადი ყავაც შეემატება თქვენს სამზარეულოს.
გაამოთ.