სახლის პირობებში მომზადებული უგემრიელესი სასმელი, რომელსაც მთელი ევროპა აგემოვნებს
![სახლის პირობებში მომზადებული
უგემრიელესი სასმელი, რომელსაც მთელი
ევროპა აგემოვნებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201502/2015020214571830087.jpg)
ლიმონის რძიანი სასმელი "
LemonMilk drink" ჰქვია მას და როგორც მოგეხსენებათ, მთელი ევროპა აგემოვნებს.სასმელის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები:
1 ) – რძე - სამი ლიტრი;
2 ) - ლიმონი - 6 ცალი;( მნიშვნელობა არა აქვს, ლიმონი მწვანე იქნება თუ ყვითელი );
3 ) – შაქარი - სამი ჩაის ჭიქა;
4 ) – კონიაკის სპირტი ( თუ არ გვაქვს, შეიძლება ორმაგად ნახადი არაყი გამოვიყენოთ ) - სამი ჩაის ჭიქა;
5 ) – ვანილი;
6 ) – ნებისმიერი დასახელების ფერი.
![სახლის პირობებში მომზადებული
უგემრიელესი სასმელი, რომელსაც მთელი
ევროპა აგემოვნებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201502/2015020215210630087.jpg)
მომზადების პროცედურა: სამი ლიტრი რძე ავადუღოთ ემალის ქვაბში და ადუღებულ რძეში - ცხელშივე ჩავყაროთ წინასწარ წვრილად დაჭრილი ლიმონი, რომელიც ცალკე ჯამზე გახსნილი გვაქვს სამი კილოგრამ შაქართან ერთად.მოსარევად სასურველია გამოვიყენოთ ხის კოვზი. დავამატოთ სამი ჩაის ჭიქა სპირტი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში.
![სახლის პირობებში მომზადებული
უგემრიელესი სასმელი, რომელსაც მთელი
ევროპა აგემოვნებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201502/2015020214495530087.jpg)
მომზადებული მასა ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოვათავსოთ ბნელ, გრილ ადგილას და ყოველი დღის განმავლობაში უნდა მოვურიოთ ხის კოვზით ორჯერ - სამჯერ.
კვირის ბოლოს მთლიანი მასა უნდა გაიწუროს მარლაში და გაწურვა უნდა მოხდეს მინიმუმ ორჯერ. დავამატოთ ერთი ცალი ვანილი და რომელიმე სახეობის ფერი - ასევე კარგად მოვურიოთ და ლიმონის რძიანი სასმელი მზად არის.
შეგიძლიათ სტუმარმაც და თქვენც მიირთვათ საწრუპი ჩხირებით.
![სახლის პირობებში მომზადებული
უგემრიელესი სასმელი, რომელსაც მთელი
ევროპა აგემოვნებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201502/2015020215131230087.jpg)
P.S. იმისათვის, რომ მართლაც ევროპული ელფერი ჰქონდეს ამ უნიკალურ სასმელს, პირადად მე სამი კილოგრამი შაქრის ნაცვლად სასმელს შევურიე ერთ კილოგრამ ნახევარი შაქარი და შემოდგომაზე დამზადებული ქაცვის ( ე. წ. აბლიპიხას ) შაქრით შესქელებული მასა 800 გრამიანი ქილით. მართლაც უგემრიელესი სასმელი მივიღე, იმდენად გემრიელი, რომ ერთ კვირაში მთლიანად გაქრა ოჯახიდან.
![სახლის პირობებში მომზადებული
უგემრიელესი სასმელი, რომელსაც მთელი
ევროპა აგემოვნებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201502/2015020215002130087.jpg)