ფოტოგრაფია რეტროგრაფია: ისტორია ფერებში-უნიკალური ფოტოების ახალი სიცოცხლე 2017, 21 დეკემბერი, 21:42
ექსპერტებმა გულმოდგინედ მოახდინეს ისტორიული შავ-თეთრი ფოტოების ტრანსფორმაცია ახალი ილუსტრირებული წიგნისთვის Retrographic: History in Colour, -გასული საუკუნის ცნობილმა ფოტოებმა გადმოინაცვლეს 21-ე საუკუნეში ახალი სახით. მათ შორისაა 1907 წელს, ისტორიაში პირველი ამერიკელი ქალბატონის, მოდ ვაგნერის ტატუირებული სხეული, , მოკრივე მუჰამედ ალის შეხვედრა ბითლზთან, Miami Beach- ზე 1964 წლის თებერვალში და ადოლფ ჰიტლერი რეიხსტაგში, როდესაც ამერიკას ომს უცხადებს 1941 წლის 11 დეკემბერს. ფოტოები ასევე ასახავს ისეთი ცნობილ სახეებს, როგორიცაა ასტრონავტი ნილ არმსტრონგი, რომელიც აპოლო 11-ის მისიას წინ უსწრებდა, მისი მთვარეზე სიარული და გრიგორი რასპუტინი, -ცნობილი რუსი ბერი-ავანტიურისტი 1900 წ. იაპონელი და ამერიკელი სამოქალაქო ომის ჯარისკაცებს პირველად იხილავთ ფერებში. მაიკლ კეროლის 190 გვერდიან წიგნში წარმოდგენილია ფოტოები 1854 წლიდან და მოიცავს ისტორიის უდიდეს მოვლენებს, მათ შორის ამერიკულ სამოქალაქო ომს, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს, პრეზიდენტ კენედის მკვლელობას, სამეფო კორონაციას და სხვა საინტერესო მოვლენებს. გრიგორი რასპუტინი-1900 წელიალ კაპონე-1930-იანი წლები სარა ვოგანი-ამერიკელი ჯაზ-შემსრულებელი-1946 წელი შეინის ტომის ინდიელი მეომარი-1877 წელი
ბიტლზი და მუჰამედ ალი-1964 წელი
ჰიტლერი ომს უცხადებს აშშ-ს-1941 წელი
მოდ ვაგნერის ტატუ-1907 წელი
ამერიკელი ჯარისკაცები-საიპანი, მარიანას კუნძული 1944 წელი
ოლივია ოატმანი-1907 წელის, გოგონა, რომელიც ინდიელმა ტომებმა გაიტაცეს, როდესაც 13 წლის იყო და სახეზე ტატუ დაასვეს, დაიხსნეს 6 წლის შემდეგ.
იაპონელი სტუდენტი გოგონები-მე-20 საუკუნის დასაწყისი
გეიშა გეიკა ტომეკო-გადაღების თარიღი უცნობია
ლი ჰარვი ოსვალდი დაკავების შემდეგ-1963 წელი
147 7-ს მოსწონს
|