საზოგადოება პრემიერი საბავშვო ბაღებში გადასახადის დაწესებაზე ალაპარაკდა 2017, 21 დეკემბერი, 21:31 პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას საბავშვო ბაღებში გადასახადის დაწესების საკიტხს შეეხო. მისი თქმით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ბავშვთა მზარდი ნაკადის გამო რთულად აუდის სკოლამდელი აღზრდის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. ამიტომ, პრემიერს რამდენიმე გამოსავალს ხედავს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა შეძლებული ოჯახებისთვის გარკვეული გადასახადი დაწესდეს. „ამ წუთას რაიმე რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ გადასახადი გადაიხადოს, ვფიქრობ, უნდა გადაიხადონ, “ - აღნიშნა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, საბავშვო ბაღებში ყოველთვიური გადასახადის გაუქმება „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო. მას შემდეგ რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა, თითქმის გასამმაგდა კონტინგენტი. ამან კი სკოლამდელ დაწესებულებებში დამატებითი ოთახების კეთილმოწყობისა და პერსონალის დანიშვნის აუცილებლობა წარმოშვა. 50 1-ს მოსწონს
|