საზოგადოება ბორდელში მომუშავე კონკია 2012, 21 ივნისი, 12:04 ცნობილი რუსი კომპოზიტორის- სერგეი პროკოფიევის მემკვიდრეებმა ლიტვის ეროვნული თეატრის რეპერტუარიდან შეძლეს ბალეტ ''კონკიას'' ორიგინალური ვერსიის ამოღება. მათი აღშფოთება გამოიწვია კონკიას ბორდელში დამლაგებლად მუშაობამ, დედინაცვლის დაწესებულების დიასახლისობამ, დების მეძავად მუშაობამ და ა. შ. მემკვიდრეების განცხადებით პროკოფიევის მუსიკა ორიგინალურ ისტორიას უნდა ერთვოდეს და არა ასეთ უხამსობას. თეატრის ხელმძღვანელთა განცხადებით მათ მუსიკა არ შეუცვლიათ, სცენარი კი თავისებურად წარმოადგინეს, ამიტომაც იმედს იქონიებენ, რომ ბალეტი კვლავ დაბრუნდება თეატრის სცენაზე. 536 4-ს მოსწონს
|