საზოგადოება მართლმადიდებლობა სოციალურ ქსელებში. სარწმუნოებიდან მარაზმამდე 2012, 8 ივლისი, 20:50 პირველ რიგში : სატანისტი, ათეისტი, იაღოველი და ასე შემდეგ არ ვარ, თუმცა ბევრი ალბათ ასე მომნათლავს ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ. მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ვთვლი რომ ამ საკითხშიც ძალიან ბნელა საქართველოში. ის თემა რომელსაც მინდა ეს სტატია მივუძღვნა სოციალურ ქსელებს ეხება. დღევანდელ საქართველოში მრავლად იქმნება გვერდები და სურათები წარწერებით-- ‘’თუ ქრისტეს შემოუშვებდი გაიზიარე'', ''თუ ღვთისმშობელი გიყვარს დაალაიქე'', ''თუ გწამს გაიზიარე'' და სხვა. მერე ჩვენ უნდა გავაზიაროთ სურათები იმის დასამტკცებლად რომ ღმერთი გვეხმარება, იმის საჩვენებლად რომ ქრისტეს შემოვუშვებდით ჩვენს სახლში, იმის დასამტკიცებლად რომ პატრიარქი გვიყვარს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეკლესიიდან არგამოსულ და ტრადიციების დამცველ ერს ავიწყდება მართლმადიდებლობის არსი. ვერ ხვდებიან რომ ნამდვილი მორწმუნე გაზიარებათა რიცხვით არ შემოიფარგლება, Facebook-ის ლაიქებით არ შეიცნობა. ვერც იმას ხვდებიან რომ ღვთის თვალში ქრისტეს დალაიქებული ‘’სურათებით’’ ვერ ავმაღლდებით, ამით მხოლოდ ჩვენი სოციალური ქსელების მეგობრებში მოვიპოვებთ ‘’ღვთისმოსავის ტიტულს’’ თუმცა მხოლოდ ეს არის პრობლემა 1) მამა გაბრიელის გვერდი. რომლის ინტერესებშიც შედის თურმე ბერას მუსიკა და რომელიც გვთხოვს დავალაიქოთ და გავავრცელოთ სურათი ‘’ახალი წელი ბარამბოსთან ერთად’’ 2) დეკანოზი, რომელიც გვთხოვს Facebook-ზე შექმნილ ჯგუფში დავამატოთ 50 მეგობარი, რათა წირვაში მოგვიხსენონ. ეკლესია რომელიც ‘’ ეშმაკის მანქანის ‘’ დამღუპველობაზე ქადაგებდა უკვე თავად იყენებს მას.ადრე მეგონა რომ ეს საკითხი ტაძარში ''გვარდებოდა'', თურმე Facebook-ითაც შესაძლებელი ყოფილა. აბა რაღად მინდა ეკლესიაში სიარული, მე უკვე გარანტირებული მაქვს მთელი წელი წირვაში მოხსენიება 3) ყოველ ჯერზე დარღვეული უფლის ცნება - არ ახსენო უბრალოდ მისი სახელი. ჩვენი მორწმუნე ერი სურათების ლაიქთა სათხოვნელად ამ ცნების დარღვევას ნადვილად არ ერიდება 4) სოციალური გვერდების კურთხევა მოდაში შემოდის კი მეგობრებო, მე მართლმადიდებელი ვარ. მე მწამს ღმერთი, მყავს ჩემი მამაო რომელიც მართლა ძალიან მიყვარს. მაგრამ ამ საკითხშიც ძალიან ბნელა საქართველოში. ნამდვილი მორწმუნე Facebook-ზე დალაიქებულ გავრცელებული სურათებით არ შეიცნობა, არც ჯგუფში დამატებული ადამიანების რაოდენობით უნდა წყდებოდეს წირვაზე მოხსენიების საკითხი. ნამდვილმა მორმწუნემ იცის მართლმადიდებლობა თავმდაბლობას რომ ქადაგებს. და რომელ თავმდაბლობაზეა ლაპარაკი როცა სახალხოდ ვცდილობთ ჩვენი მართლმორწმუნეობის დამტკიცებას? როცა ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ რამდენს კაცს დაამატებს კონკრეტულ ჯგუფში? სახალხოდ ვუწერთ სალანძღავ სიტყვებს ადამიანებს რომლებიც არ არიან მართლმადიდებლები მაშინ როცა ჩვენი რელიგია სხვა რელიგიათა პატივისცემას ქადაგებს? ბიბლიაში წერია ყოველი 50 მაზიარებლიდან ჭეშმარიტად მხოლოდ 1 ეზიარებაო, საქართველოში კი ჭეშმარიტი მორწმუნეობა უკვე სოციალურ ქსელებში მტკიცდება. ბნელა, ძალიან ბნელა 1328 28-ს მოსწონს 1-ს არა |
ღვაწლს არავინ არავის არ უკარგავდა
უბრალოდ ჩემთვის ეკლესია ერთადერთია რაც სოციალური ქსელებისგან შორს იყო და არაა რა ეგრე
ნუ მე ეგრე არ ვფიქრობ :)
ამაში დაუჯერებელი არაფერი არაა, ადამინები აზრს რო არ იცვლიდნენ არაფერი გვეშველებოდა : ))))))))))
აბა რატო სწალვობ, შენ თვითონ ვერ უნდა მიხვდე ? : )
მე მომწერა ერთმა ორმა პმ-ში და კიდე ფბ-ზეც რო ეს სტატია რო წავიკითხე მივხვდიო და მე მარტო ამად მიღირდა ''განკითხვა'' რომ ვიგაც მიხვდა )