x
image
carpediem
აზარტული თამაშები და ქართველი ახალგაზრდობა
დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდობა ( ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები) აქტიურად არიან ჩამბულნი აზართულ თამაშებში, რულეტკა, პოკერები და სხვა მრავალი მათგანი, ხშირად ხდება სხვადასხვა პრობლემის სათავე.
როგორც წესი თამაში უბრალოდ გართობის მიზნით იწყება, თუმცა მალევე ნარკოტიკივით ხდება, რაც უფრო მეტს თამაშობ, მით უფრო გიჭირს მისთვის თავის დანებება.
რამდენიმე დრის წინ, 1985 წელს გადაღებული ქართული ფილმი ვნახე, სახეად ''ლაქა''- ისტორია ერთ ბიჭზე, რომელიც ხუმრობით ითამაშებს არიოლ-რეშკა, და მილიონ სიგარას წააგებს. თუმცა ერთ კვირაში გამარჯვბეული წაგებულის ჩაბარებას ითხოვს, ეს ყველაფერი კი ტრაგიკული შედეგით მთავრდება.
თქვენ ალბათ იკითხავთ რა შუაშია ეს ყველაფერი აზარტულ თამაშებთან?
ადამინები ხშირად ვერ ხვდებიან თუ რამდენად აზარტულები არიან ისინი, აზარტულობა არ გამოიხატება მხოლოდ პოკერის თამაშით. ხშირად ჩვენ თვითონაც გვიჭირს გათვითცნობიერება იმისა თუ რამდენად აზარტულები ვართ ჩვენ. ყველაფერი კი უბრალო გარტობით იწყება, შედეგები კი ხშირად სავალალოა.
უზარმაზარი წაგებული თანხები, დანგრეული ცხოვრება, გაყიდული სახლები. თბილისში იყო შემთხვევა როცა ადამიანმა თავიც მოიკლა იმის გამო რომ კაზინოში საკმაოდ დიდი თანხა წააგო.
მაინც რა გვიბიძგებს ჩვენ, ქართველ ახალგაზრდებს ვითამაშოთ აზარტული თამაშები ფულზე?
პასუხები შეიძლება სხვადასხგვარი იყოს, ზოგისთვის ეს საარსებო წყაროდ იქცა, ზოგისთვის უბრალო ჰობია და მცირე თანხებზე თამაშობს გასართობად და ასე შემდეგ. თუმცა მთავარი პრობლემა რაც ამ შემთხვევაში სახეზეა, რას ვაკეთებთ როცა ვაგებთ?
იმის მაგივრად რომ თამაშს მოვეშვათ, მივდივართ, ვსესხულობთ ფულს და ისევ თამაშით ვცდილობთ წაგებულის ანაზღაურებას, საბოლოო ჯამსი კი ვალი ვალს ემატება, ადამინები კი უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან .
და მაინც რა არის ამ ყველაფრის სათავე?
როგორც ზემოთ აღვნიშნეტ მიზეზი სხვადასხვაა ყოველ კონრკეტულ სიტუაციაში. თუმცა ქართული რეალობიდან გამომდინარე შეიძლება ეს ახალგაზრდბისთვის თავისუფლი დროის გასატარებელი ადგილების ნაკლებობასაც მივაწეროთ. რა თქმა უნდა ბევრია ბარი, კლუბი და ასე შემდეგ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს საკმაოდ ძვირი ჩდება, ჩვენ კი მდიდარი ქვეყანა ნამდვილად არ გვეთქმის. სად შეიძლება გავატაროთ დრო 21-ე საუკუნის ქართველმა ახალგაზრდებმა?
ამერიკულ ფილმებში ხშირად მინახავს ესეთი ადგილები, და ისინი არაერთია. სამწუხაროდ საქართველოში მათ დეფიციტს განვიცდით.
ეს რა თქმა უნდა ერთერთი მიზეზია, მე უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრი დავააფიქსირე. თუმცა ერთი რამ მაინც ცხადია, ჩვენ არ არ გვაქვს ადგილები სადაც თავისუფალი დროის გატარებას ჩევძლებთ, თანაც ისე ამ ყველაფერს ჩვენი ფინანსები ადვილად გაწვდეს. თუ არ ჩავთვლით რომ სტუდენტებისათვის ტრანსპორტი 20 თეთრი ღირს, სხვა შეღავათებით არ ვსარგებლობთ.

ცოტა თემას გადავუხვიეთ მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით რასაც ვწერ, ალბათ შეძლებთ იმის გაგებას რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის.
image
0
1226
3-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
1226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0