სხვა ვისწავლოთ ხელების ენა 2012, 12 მაისი, 15:14
ამ სტატიაში მე აგიხსნით იმ ჯესტების მნიშვნელობას, რომლების ხელებს უკავშირდება და უნივერსალური ჯესტების ენად ითვლება.
ხელის ჩამორთმევის ფორმები თუკი ვინმემ ხელ ჩამოსართმევად გამოგიწოდათ ამ ფორმით, ანუ თავისი ხელი თქვენი ხელის ზემოდან მოექცა, ჩათვალეთ რომ იგი თავს თქვენზე მაღლა მდგომად თვლის, გამოხატავს აგრესიას ან ირონიას თქვენს მიმართ, თანასწორად არ გთვლით. თუკი პირიქით, ისე გამოგიწოდათ ხელი რომ თავისი ხელის გული გაჩვენად და თქვნს თქვენი ხელი ''ზემოდან დაადეთ'' მაშინ ამ ფორმით თქვენს მორჩილებას გამოატავს. სასურველია უკანასკნელი ფორმით ჩამოართვათ ხელი თქვენს ხელმძღვანელებს. თუკი ხელისჩამორთმევის დროს თქვენი ხელები ვერტიკალუ მდგომარეობაშია, ეს თანასწორობას გამოხატავს, ურთიერთპატივისცემას და გაგებას. გადაჯვარენიბული თითები. ალბათ ყველას გამოგიყენებიათ ეს ჯესტი, რომლის 3 ფორმაც არსებობს. 1) მაგალითად ზიხარ, იდაყვებით ეყრდნობი მაგიდას და გადაჯვარედინებული თითები სახესთან ახლოს გაქვს მიტანილი. თუკი ვინმე ამ მდგომარეობაში ზის, ესეიგი იგი ნეგატიურად არის განწყობილი. ამ ჯესტის დროს ადამიები ხშირად იღIმებიან თუმცა რეალურად ისინი აგრესიას, იმედგაცრუებასა და მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ 2) გადაჯვარედინებული თითები და ხელები მაგიდაზე ჰორიზონტალურ მდგოამრეობაში, ანუ სახესთან შორს. 3) გადაჯვარენინებული თითები მუცელთან. ამ 3 ფორმაში განსხვავება მხოლოდ სახესთან ს იახლოვეა. რა ცუფრო ახლოს არის ადამიანის გადაჯვარენიბებული თითები სახესთან მით უფრო აგრესიუალდ და ნეგატიურად არის იგი განწყობილი, რაც უფრო სცილდება სახეს და ''ჩამოდის'' ქვემოთ უარყოფითი დამოკიდებულების ხარისხი მით უფრო მცირდება. ხელების სარჭისებრი მდგომარეობა. ეგრედწოდებული ანგელა მერკერის 'პოზა' არსებობს ამ ჯესტის 2 ფორმა. 1) ხელები ზემოთ. ანუ მაგალითად ზიხარ ამგიდასთან და ამ ფორმაში შენი ელები ნიკაპთან ახლოს გაქ მიტანილი ( გამოიყენება როდესაც მოსაუბრე გამოხატავს გარკვეულ აზრს, მის იდეებს, შეხედულებებს) 2) ხელები ქვემოთ. ზიხარ, ფეხებთან ახლოს გაქვს ხელები ამ ჯესტით. ( ადამიანი ამ დროს არც საუბრობს, არც სხვას უსმენს) აღნიშნული ჯესტი ადამინთა სხვა ჯესტებთან ერთად უნდა იქნას გაგებული.თუკი ამ ჯესტს მოჰყვება ''ცუდი მზერა'' ან ხელის სახესთან მანიპულაციები, ეს ნიშნავს მტკიცე გადაწყვეტილებას თუმცა ნეგატიური მნიშვნელობით. ზოგადად კი ხელების ეს ჯესტი თავდაჯერებულობას, საკუთარ გადაწყვეტილებასი დარწმუნებულობას გამოხატავს, ეგრედ წოდებულ ''ყოველისმცოდნე'' პოზიციას. ამ ჯესტის გამოყენება საკონფერენციო თემის პრეზენტაციის ან სხვა გამოსვლების დროს ერთერთ პლიუსად ჩაგეთვლებათ. ხელების სახესთან მანიპულაცია ვთქვათ პირდაპირ გიზით ადამიანი, რომელიც ძაან თავდაჯერებული გიყვებათ რაგაცას. ამ დროს დაუკვირდით ხელების სახესთან მანიპულაციას ( ცხვირზე ხელის გასმა - სააკაშვილს როგორც ჩვევია, ნიკაპთან ხელის მიტანა და ასე შემდეგ ) თუკი ეს ჯესტი დაიჭირეთ, ჩათვალეთ რომ იგი ან გატყუებთ, ან შელამაზებულად გეუბნებათ სიმართლეს, ან თავადაც არ არის დარმწუნებული საკუთარ ნათქვამში. ხელი პირთან - არაგულწრფელობა, შელამაზებული ნათქვამი, სიცრუე ხელი ნიკაპთან - მოსაუბრეს უჩნდება რაგაც აზრი, რომლის გამოხატვა მას არ შეუძლია, ან ართვლის საჭიროდ, ესაა არაცნობიერი სიგნალი რომ სიტყვები შეიკავოს, ანუ უნდა რაგაცის თქმა მაგრამ თავს იკავებს გარკვეული მიზეზების გამო. გადაჯვარედინებული ხელები ალბატ ყველას გაგიკეთებიან ეს ჯესტი და ბევრი თქვენთაგანი ალბათ იმასაც ამბობს რომ ეს მისთვის მოხერხებული პოზაა. თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ რომ ამ დროს თქვენ ღელავთ, ან უკმაყოფილო ხართ ან კრიტიკული განწყობა გაქვთ, ეს ჯესტი კი ერთგვარი დამამშვიდებელია. რადგან ამ დროს ადამიანი ''თავდაცვით'' მდგომარეობაში გადადის, იგი იცავს თავის გულ-მკერდს და გამოხატავს ნეგატიურ განწყობას. მაღალი ფენების წარმომადგენლები ამ ჯესტით ხაზს უსვამენ საკუთარ უპირატესობას, ძალაუფლებას და ხშირად აგრესიულობას. ამ ჯესტის გამოყენება ადამინებთან კომუნიკაციის პროცესში არაა რეკომენდირებული, რადგან იგი თქვენს ნეგატიურ გაწყობილებას გამოხატავს და მსემენლეზეც იგივე გავლენას ახდენს. ცერა თითების მანიპულაცია. ჯიბეში ჩაწყობილი ხელები ცერა თითებით ზემოთ, ან გადაჯვარედინებული ხელები ისეთ მდგოამრეობაში რომ 4 თითი მტლიანად შიგნითაა მოქცეული, ხოლო ცერა თითები გარეთ. გამოხატავს ადამიანის თავდაჯერებულებას, ''მარიაჟობას'', საკუთარი უპირატესობის გამოხატვას სხვებთან შედარებით. 660 4-ს მოსწონს
|