სხვა ანა კურნიკოვამ ტყუპები გააჩინა - ბავშვების მამა ენრიკე იგლესიასია 2017, 19 დეკემბერი, 16:29 ![]() ყოფილმა რუსმა ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ ტყუპები, -ქალ-ვაჟი გააჩინა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ბავშვების მამა არის ჩოგბურთელის ოფიციალური ქმარი, 42 წლის ესპანელი მომღერალი ენრიკე იგლესიასი.ბიჭუნას ნიკოლასი დაარქვეს, ხოლო გოგონას -ლუსი. კურნიკოვა დიდი ხნის მანძილზე, 2016 წლის ნეომბრიდან არ გამოჩენილა საზოგადოებაში და საგულდაგულოდ მალავდა საკუთარ ორსულობას, თუმცა მანამდეც პაპარაცები საფუძვლიანად ეჭვობდნენ, რომ კურნიკოვა ფეხმძიმედ იყო. ![]() 36 წლის რუსმა ჩოგბურთელმა კარიერა 2003 წელს დაასრულა ტრავმის გამო, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის(WTA) რეიტინგში მისი უმაღლესი ადგილი №8 არის, 2016 წელს კურნიკოვა შეყვანილი იქნა ჩოგბურთის დიდების დარბაზში. ![]() ![]() 174 3-ს მოსწონს
|