x
image
ვიზა კოხაძე
ფეიხოა ზამთარში ვიტამინების "მეფეა", რომლის ნაყოფი იოდის ნამდვილი საბადოა
imageმას შემდეგ, რაც ავოკადო, მანგო და ანანასი ზამთრის საუკეთესო ხილად ითვლება, ეგზოტიკური მწვანე კენკროვანი მცენარე ფეიხოა როგორც "бомба" - ისე განიხილება.თავდაპირველად ის სამხრეთ ამერიკაში - არგენტინაში, ბრაზილიაში და ურუგვაიში გამოჩნდა, შემდეგ გადალახა ორი ოკეანის საზღვარი და დასახლდა ყირიმში, ახალ ზელანდიასა და აფხაზეთში. ფეიხოა მრავლადაა აჭარაშიც.ცენტრალური რუსეთის მომხმარებლებისათვის ფეიხოა ბოლო 10 წელია რაც ცნობილი გახდა და დღემდე რჩება გაუგებარი ცნობისმოყვარეობა ამ სასარგებლო ნაყოფის მიმართ.imageimageმცენარე კარგად ეგუება სუბტროპიკულ კლიმატს და დღეს საქართველოს ზღვისპირა რაიონებში უპრობლემოდ ხარობს.უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ფეიხოას ნაყოფი იოდის ნამდვილი საბადოა. მასში შემავალ იოდს ორგანიზმი მთლიანად ითვისებს. იოდის შემცველობის მხრივ, ფეიხოა ზღვის პროდუქტებსა და წითელ თევზსაც კი უსწრებს. მისი სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო, ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს, ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის.ფეიხოა შეიცავს С, В ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიასა და ფოსფორს, აგრეთვე, ადვილად ათვისებად ცილებსა და ცხიმებს, რაც მას კვების დიეტურ პროდუქტებს აკუთვნებს. გაცხიმოვნების, უძლურების, ავიტამინოზის დროს ყოველდღიურად რეკომენდებულია ფეიხოას 5-6 ნაყოფის მიღება.ფეიხოაში შემავალი ეთერზეთები ორგანიზმს ვირუსებთან და მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებასთან ბრძოლაში ეხმარება.

ფეიხოა სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც. ასევე კიბოს უჯრედების წარმოქმნას ეღობებიან წინ.ფეიხოა გასტრიტსაც შველის, ათეროსკლეროზსაც, ანემიასაც და ავიტამინოზსაც. მნიშვნელოვანი დაბალკალორიულობის გამო (100 გრამზე, სულ რაღაც, 49 კილოკალორია), ის წარმატებით გამოიყენება დიეტოლოგიაშიც.

image ფეიხოა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმში აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების კონცენტრაციისთვის, განსაკუთრებით კი ზამთარში - ფეიხოა ზამთარში ვიტამინების "მეფეა".მოთხოვნილება ამ ეგზოტიკურ ხილზე კიდევ უფრო იზრდება, რომელიც ზღვის პროდუქტებზე გაცილებით მეტი იოდით არის მდიდარი. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობისათვის საუკეთესოა, მას მოიხმარენ სამზარეულოში, მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში.თაფლი, ლიმონი და ფეიხოა - ვიტამინების ბომბია.
აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ფეიხოას ალერგიული რეაქციები ახასიათებს.
განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მაშინ, როცა ფეიხოას ბავშვს ვკვებავთ.




0
139
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0