სხვა დასახელდა ყველა დროის ყველაზე მდიდარი სპორტსმენები 2017, 16 დეკემბერი, 20:34
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა დაასახელა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები, რეიტინგში მოხვდნენ კალათბურთის, გოლფის, ფეხბურთის და ავტორბოლის ვარსკვლავები.
რეიტინგს სათავეში მოექცა NBA-ს ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, მისი შემოსავალი 1, 85 მილიარდი დოლარია, ლეგენდარულ კალათბურთელს დადებული აქვს კონტრაქტი ისეთ ცნობილ კომპანიებთან როგორებიცაა: Nike(1984 წელს დაამზადა მისი სახელობის სპორტული ფეხსაცმელი Air Jordan), აგრეთვე Gatorade, Upper Deck და Hanes-ი. მეორე პოზიციაზე გავიდა ტაიგერ ვუდსი, ამერიკელი გოლფის მოთამაშე "მაიჯორის" 14 გზის ჩემპიონია, მისი შემოსავალი 1, 7 მილიარდი დოლარია.თამაშის გარდა, ქონება გააორმაგა მრავალრიცხოვანი სარეკლამო კონტრაქტების წყალობით. მესამე საპატიო ადგილი ისევ გოლფისტმა, 60-70 წლების ვარსკვლავმა არნოლდ პალმერმა დაიკავა, გოლფის გარდა ის იყო ტელეწამყვანი, მსახიობი და მწერალი.შემოსავალი 1, 4 მილიარდი $ შემდეგი ისევ გოლფის მოთამაშე ჯეკ ნიკლაუსი მოდის(1, 2 მილიარდი$), მეხუთე ადგილი სახელგანთქმულ გერმანელ ავტომრბოლელს მიხაელ შუმახერს ერგო(1 მილიარდი$)რაც შეეხება ფეხბურთელებს, ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა დევიდ ბეკჰემი(800 მილიონი$)რომელმაც – კრიშტიანუ რონალდუს(მე-12 ადგილი-725 მილიონი) და ლიონელ მესის(მე-16 ადგილი-600 მილიონი) გაასწრო, მიუხედავად იმისა, რომ ბეკჰემი არც ევროპის და არც მსოფლიო ჩემპიონი არასდროს ყოფილა. ესეც პირველი ათეულის სრული სია: 1. მაიკ ჯორდანი (კალათბურთი) – 1.85 მილიარდი$ 2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 1.7 მილიარდი$ 3. არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1.4 მილიარდი$ 4. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1, 2 მილიარდი$ 5. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) – 1 მილიარდი$ 6. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 815 მილიონი$ 7. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 800 მილიონი$ 8. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 800 მილიონი$ 9. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 785 მილიონი$ 10. შაკილ ო’ნილი (კალათბურთი) – 735 მილიონი$ 143 5-ს მოსწონს
|