საზოგადოება ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა 2017, 10 დეკემბერი, 22:51 უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. ვაზისუბანში, 30 წლის ქალი საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები უკვე მუშაობენ. მიმდინარეობს მოკვლევა
რა გახდა ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შსს საქმეს 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
566 2-ს მოსწონს
|