ამერიკელი ორეული იმდენად ჰგავს ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერალ ქალს, რომ ფანატებს ეშლებათ, ქუჩაში დასდევენ და მასთან ფოტოების გადაღებას ითხოვენ.
![ბიონსეს ორეული,რომელსაც ქუჩაში
მომღერლის ფანები დასდევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/201712101123576227.jpg)
ბიონსეს ჰყავს უმცროსი და სოლანჟ ნოულსი, თუმცა მისი ღვიძლი და იმდენად არ ჰგავს პოპ-დივას, როგორც ბრიტანი უილიამსი, როდესაც მის ფოტოებს ათვალიერებთ "ინსტაგრამზე" ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენს წინაშე ბიონსეს კლონია.
![ბიონსეს ორეული,რომელსაც ქუჩაში
მომღერლის ფანები დასდევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/201712101124126227.jpg)
ქუჩაში გავლილ ბრიტანი უილიამსს მოსვენებას არ აძლევენ ფანები, გამუდმებით აჩერებენ, ხალხი დარწმუნებულია, რომ მათ წინაშეა თანამედროვე პოპ-სცენის დედოფალი.
რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქ დეტროიტის(სადაც ცხოვრობს ბრიტანი) ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე, მამაკაცები გამუდმებით ითხოვენ მასთან ფოტოს გადაღებას.
![ბიონსეს ორეული,რომელსაც ქუჩაში
მომღერლის ფანები დასდევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/201712101123056227.jpg)
უილიამს პირიქით უნდა უხაროდეს, რომ ასეთ ცნობილ ვარსკვლავს ადარებენ, თუმცა თვითონ უკმაყოფილებას გამოხატავს, აღნიშნავს, რომ მასში ვერ ხედავენ "ინდივიდუალურობას", მაგრამ როგორც ჩანს, ეს მისი "უკმაყოფილობა" აშკარად თვალთმაქცურია, რადგან ბევრი აღნიშნავს, რომ ბრიტანი ყველაფრით ბაძავს მომღერალს, მათ შორის ჩაცმის სტილით.
![ბიონსეს ორეული,რომელსაც ქუჩაში
მომღერლის ფანები დასდევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/201712101127466227.jpg)
შეგახსენებთ, რომ სულ ახალახან გამოცემა
Forbes-მა 36 წლის ბიონსე მსოფლიოში
ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მომღერლად დაასახელა.