საზოგადოება სექსუალური ძალადობა 2012, 20 ივნისი, 14:30 გაუპატიურება სექსუალური სახის დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმე სახის დანაშაულია, რადგან დაკავშირებულია ისეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შედეგებთან, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებს თითოეული მსხვერპლის ცნობიერებაში. აღნიშნული დანაშაული მიმართულია ქალთან სქესობრივი კავშირის დაჭერისაკენ - მისი ნების საწინააღმდეგოდ ფიზიკური ძალადობით, მუქარით ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ამ დანაშაულის ხელყოფის ობიექტს წარმოადგენს ქალის პატივი და ღირსება, მისი სქესობრივი თავისუფლების ხელშეუხებლობა. / გაუპატიურების, როგორც დანაშაულის მნიშნველობაზე თითეული ადამიანისთვის კონკრეტული შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ვისაუბროთ, მართალია ზოგადად ეს ერთერთი უმძიმესი დანაშაულია, თუმცა არსებობს გარკვეული გარემოებები რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს მსხვერპლის მდგომარეობას : ჯგუფური გაუპატიურება, არასრულწლოვნის გაუპატიურება - ეს ის შემთხვევებია როდესაც დგება განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგი. არსებობს მოძალადეთა შემდე ძირითადი კატეგორიები : 1) მოძალადე, რომელსაც აქვს გარკვეული კომპლექსები ქალთან ურთიერთობის, როცა ბავშვობაში გადატანილი ცხოვრებისეული ტრამვის გამო მისი ფსიქიკა არაჯანსაღია.მათ არ შეუძლიათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან ნორმალური ურთიერთობის დაჭერადა მათზე ძალადობის გამოყენება ერთადერთი საშუალებაა ქალებთან კონტაკტის 2) მეორე ტიპის მოძალადეებს ძირითადად თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენები აქვთ, ისინი თვლიან რომ ამით განისაზღვრება მათი ნამდვილი მამაკაცობა, თვლიან რომ ამის უფლება მათ გააჩნიათ. აღნიშნულიშეიძლება აღზრდიდან გამომდინარეობდეს, მეგობართა წრიდან და ასე შემდეგ 3) შემდეგი ტიპის მოძალადეები პირველი ორი შემთხვევისგან განსახვევბით შეიძლება შემთხვევით სიტუაციად აღვიქვათ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული შეიძლება ერთჯერად ხასიათსაც ატარებდეს, მგალითად იყვნენ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ნასვამები ან ‘’კაიფში’’. ისინი ხშირად თვლიან რომ ქალის თანხმობა მაგალითად გასეირნებაზე წარმოადგენს ‘’დაპატიჟებას’’ სქესობრივი აქტის განსახორციელებლად. უარის მიღების შემდეგ კი თავს შეურაცჰყოფილად, ღირსებაშელახულად თვლიან და მათთვის ქალზე ძალადობა და მისი გაუპატიურება თავმოყვარეობის აღდგენის საშუალებას წარმოადგენს 4) ჯგუფური ზეგავლენა - ერთმანეთის აყოლა, როდესაც ჯგუფში შეიძლება რამდენიმე პირი იყოს და რეალურად მხოლოდ ერთის გავლენის ქვეშ მყოფნი, ან პირიქით. ამ დროს მოძალადეები გაუპატიურებას სჩადიან მხოლოდ იმიტომ რომ ეს მიღებულია ჯგუფის დანარჩენი წევრებისათვის და ისინი ამით ცდილობენ მათთან თავის დამკვიდრებას, პრესტიჟის ამაღლებას, როცა შეიძლება მათ სხვა სოციაულრ გარემოში საერთოდ არ გასჩენოდათ ამის სურვილი 5) პირები, რომელთაც ფსიქიკა დარღვეული აქვთ და გააჩნიათ გარკვეული პათოლოგიური მიდრეკილებები სქესობრივი ურთიერთობისკენ. ხშირად მათ გააჩნიათ სადისტური მოთხოვნილებები. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პედოფილებზე, რომელთაც მცირეწლოვნებისკენ გააჩნიათ მიდრეკილება და სურვილების დასაკმაყოფილებლად ჩადიან გაუპატიურებას, მათ სხვა გზა უბრალოდ არ გააჩნიათ / გასულ საუკუნეში, ქალაქ ფილადელფიაში გაანალიზებულ იქნა გაუპატიურების 646 შემთხვევა. კვლევამ დაადგინა რომ გაუპატიურების მსხვერპლთა გახდობის რისკის ქვეშ იმყოფებიან ძირითადად ის ქალები, რომელთაც დაბალი ანაზღაურება გააჩნიათ და მომსახურების სფეროში მუშაობენ ( მაგალითად მიმტანები ) .......განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის მიერ დამნაშავისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას . ქალები, რომლებიც უწევდნენ წინააღმდეგობას დამნაშავეებს გაცილებით მეტ სასტიკ მოპყრობას ღებულობდნენ დამნაშავისგან. მათი ქმედება მაპროვოცირებელი იყო. თუმცა აქვე არის მეორე მომენტიც, თუ ქალი არ უწევს წინააღმდეგობას დამნაშავეს, აცნობიერებს რომ უფრო მეტ სისატიკეს დაიმსახურებს და უფრო მეტად მტკივნეული იქნება მთელი ეს პროცესი, მაშინ როგორ შეიძლება დაიცვას თავი ქალმა? / ერთმნიშნველოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. აქ გათვალისწინებულ უნდა იქნას დანაშაულის ადგილი - როდესაც გაუპატიურება ხდება იმ ადგილას, სადაც ქალის წინააღმდეგობას შეუძლია გამოიწვიოს ხმაური, და იქ ახლოს მყოფ პირებს შეუძლიათ გაიგონონ და დაეხმარნონ მსხვერპლს, რა თქმა უნდა ეს გამართლებულია. ...აშშ-ში ერთერთ გაუპატიურების მცდელობის საქმეზე გოგონამ მოყვა როგორ გადააფიქრებინა დანაშაულის ჩადენა მოძალადეს. მისი თქმით სექსუალურმა მანიაკმა იგი თავის ავტომობილში ჩასვა. გოგონამ თავის გადარჩენა მანიაკთან საუბრით მოახერხა. იგი მას ელაპარაკებოდან ათას თემაზე რათა დრო გაეყვანა. როგორც შემდგომ ამ გოგონამ აღნიშნა იგი საერთოდ არ იყო შეშინებული რადგან მოძალადე ძაან უმწეოდ გამოიყურებოდა. .....შესაბამისად სიტუაციის სწორად აღქმას დიდი მნიშნველობა ენიჭება თავდაცვის მიზნით. აღსანიშნავია ისიც რომ დაზარალებული, რომელიც გაუპატიურების დროს დამნაშავეს არ ეწინააღმდეგება, ვერ იმსახურებს მოსამართლეთა მხარდაჭერას, ვერ ამტკიცებს გაუპატიურების ფაქტს და დამნაშავის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოდის. .....როგორც უკვე აღვნიშნეთ გაუპატიურება ის უმძიმესი დანაშაულია, რომელიც განსაკუთრებით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შედეგებს უკავშირდება. თუმცა სამწუხაროდ მათი უდიდესი ნაწილი ლატენტური რჩება, -რაც იმას ნიშნავს რომ გაუპატიურების ფაქტების 85 % სამართალმდაცვი ორგანოებისთვის ცნობილი არ ხდება. დაზარალებულთა მხოლოდ 10-15 % აცხადებს პოლიციაში გაუპატიურების ფაქტის შესახებ და დამნაშავის დასჯას ითხოვს. ...ასეთი დაბალი მაჩვენებელი ერთერთი ყველაზე პრობლემური საკითხია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. რატომ არ აცხადებენ გაუპატიურების მსხვერპლნი დანაშაულის შესახებ პოლიციაში? მიზეზი სხვადასხვაა და ასე თუ ისე ადვილად გასაგებიც. სქესობრივი თავისუფლება ყველა ქალისთვის უმნიშვნელოვანესია, ამაზე მოწმობს ისიც რომ მათი 95 % უწევს წინააღმდეგობას მოძალადეს. ისინი არ აცხადებენ გაუპატიურების ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში თუმცა ამის მიზეზი არ არის ის რომ მათ დამნაშავის დასჯა არ სურთ. მიზეზები შემდეგია : / 1) რას იტყვის ხალხი. აქ იგულისხმება არა მარტო ის რომ ყველა გაიგებს იმაზე რაც მასს შეემთხვევა, მათ არ უნდათ რომ ისინი ეცოდებონენ, მათ არ სურთ ქუჩაში გავლისას მეზობლებმა ერთმანეთს გადახედონ და მასზე მიანიშნონ, მათ არ უნდათ ყველამ გაიგოს რომ ის ‘’ნამუსახდილია’’. ამ შემთხვევაში მეორე ფაქტორს წარმოადგნეს ისიც რომ ხშირად მსხვერპლის აღქმა ხდება სუსტ ადამიანად, რომელმაც თავის დაცვა ვერ შეძლო. 2) მშობლებმა არაფერი უნდა გაიგონ- ოჯახის წევრებზე ზრუნვა გასაგები ფაქტორია, მათ არ უნდათ ანერვიულონ ოჯახის წევრები, ცდილობენ დაიცვან ისინი ჭორებისგან, ნერვიული სტრესისგან. თუმცა ვერ აცნობიერებენ იმას რომ ამის დამალვით ისინი თავად ვარდებიან დეპრესიაში და მშობლებს მათი ‘’შეცვლილი’’ შვილი უფრო ანერვიულებს. ამ მხრივ მნიშნველოვანია მეორე პრობლემა - მსხვერპლის დადანაშაულება- ‘’ შენ რომ იქ არ ყოფილიყავი’’, ‘’რა გინდოდა შუაღამეს გარეთ’’, ‘’რომ არ დაგელია’’, ‘’რომ არ წასულიყავი’’, ‘’ხო გეუბნებოდი’’ და ასე შემდეგ. 3) საკუთარი თავის დადანაშაულება- ხშირად საერთოდ არ არის საჭირო ოჯახს წევრებისგან ისმინო ‘’საყვადურები’’ რათა საკუთარი თავი მიიჩნიო დამნაშავედ, ქალები ხშირად ფიქრობენ რომ ეს სწორედ მათი ბრალი იყო. 4) დავივიწყებ- ზემოაღნიშნულ მიზეზებს ძირითადად დაზარალებული იმით ამართლებენ რომ შეძლებენ მომხდარის დავიწყებასა და საკუთარი მეხსიერებიდან ამოშლას, თუმცა სამწუხაროდ ეს არასდროს არ ხდება. შეიძლება გარკვეული დრო გავიდეს და მათი მდგომარეობა შემსუბუქდეს, მაგრამ ის კვალი, რომელსაც გაუპატირების ფაქტი ტოვებს მათ ცხოვრებაში წარუშლელია . კოშმარები, უძილობა, საზოგადოებისგან მოწყვეტა, კომუნაკიციის სირთულე.... ეს უმძიმესი შედეგებია 5) დამნაშავე მისი ახლობელია -- სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები როცა ძალადობას ახლობლები ახორციელებენ, ეს შეიძლება იყოს მათი ოჯახის წევრი, ან დროებით ჩამოსული ნათესავი და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევებში ძალადობას სისტემატიური ხასიათი აქვს და დაზარალებული ერთგვარად ‘’ეჩვევა’’’, მას არ აქვს სურვილი რომ ამის შესახებ განაცხადოს, მას ეშინია ან თვლის რომ მაინც არაფერი შეიცვლება / ზემოაღნიშნული შემთხვევები ეხებათ იმ ქალებს, რომელთაც სურთ მომხდარის მეხსიერებიდან ამოშლა, თუმცა არსებობს ქალთა გარკვეული კატეგორია, რომელიც ‘’შურისმაძიებლად’’ იქცევა. ისინი საკუთარი ძალებით ახერხებენ მოძალადესთვის სამაგიეროს გადახდას. შურისძიების ხერხები კი თითქმის ყოველთვის იმაზე საშინელი და სასტიკია ვიდრე ეს მათ მიმართ იყო გამოყენებული. ....გაუპატიურების მსხვერპლი ქალები შეგვიძლია პირობითად რამდენიმე ნაწილად დავყოთ 1) რომლებიც აგრძლებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვითომ არაფერი მომხდარა 2) ყველაზე მცირე ნაწილი - რომელიც პოლიციაში აცხადებს დანაშაულის შესახებ 3) ქალები რომლებიც თვითონ მიუზღავენ სამაგიეროს მოძალადეებს 4) და მსხვერპლთა ის კატეგორია, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკველობით ასრულებენ ......................................... სამწუხაროა მაგრამ ფაქტია რომ გაუპატიურების შედეგად საკმაოდ ბევრი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკველობით. განსაკუთრებით ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლები, ქალიშვილები, მცირეწლოვნები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ის დანაშაულია რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაზე. ამის დავიწყება და გამოსწორება შეუძლია. ყველაზე მნიშნველოვანი ის არის რომ ამ ადამიანებმა იპოვონ საკუთარ თავში ძალა, რომელიც გადაალახვინებს ოჯახის თუ საზოგადოების ფაქტორებს და განაცხადებენ მის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში. ეს ემსახურება არა მხოლოდ იმას რომ დამნაშავე დაისაჯოს, არამედ პოტენციურ მსხვერპლთა დაცვას.ის, რაც ამ ადამიანებმა გაიტანეს, სხვამ არ უნდა გადაიტანოს. ........ამ ყველაფრის გაცნობიერება ძალიან ძნელია და არც მოკლე დროშია შესაძლებელი, ამიტომაც აუცილებელია სპეცილური დაწესებულებების შექმნა რომლებიც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ გაუპატიურების მსხვერპლებს, აქ იგულისხმება არა მხოლოდ პროფესიონალ ფსიქოლოგთან ვიზიტები, არამედ იგივე ანონიმური შეხვედრები, რაც მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 710 3-ს მოსწონს 1-ს არა
|