ქალი და მამაკაცი შეყვარებული მამაკაცების ყველაზე გიჟური ქმედებები 2017, 8 დეკემბერი, 0:24 რა შეიძლება ჩაიდინოს მამაკაცმა, როდესაც ის თავდავიწყებამდე შეყვარებულია?
ერთმა მაროკოელმა მამაკაცმა გაიარა 2700 კმ ფეხით და გაცვითა შვიდი წყვილი ფეხსაცმელი, სანამ მიაღწევდა თავის იტალიელ შეყვარებულამდე. მათ ერთმანეთი გაიცნეს, როდესაც იტალიელი ქალბატონი მის ქვეყანაში შვებულებას ატარებდა. ეს გზა მამაკაცმა ტყუილად არ გაიარა - ქალბატონი მას ცოლობაზე დათანხმდა.
ჩელიაბინსკში მოსიყვარულე ქმარმა თავის ცოლს გაუკეთა სიურპრიზი : მან დატბორა ბინა, გადააქცია ის აკვარიუმად, ხოლო ფსკერზე, ანუ იატაკზე, გამოსახა წყალმცენარეებით „მე შენ მიყვარხარ“. როგორი რეაგირება ქონდა მეუღლეს? არ ვიცით, მაგრამ მეზობლებს მოუწიათ მაშველების გამოძახება, რათა აკვარიუმი-ბინა გაეხსნათ და შეეჩერებინათ დატბორვა.
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში შეყვარებულმა მამაკაცმა გადაუფრინა შეყვარებულის სახლს ვეტმფრენით და გადაყარა 100 კგ. ვარდი. ასეთი სურპრიზი ძვირი დაუჯდა: მას მოუწია ორი ძარცვის ჩადენა, რათა შეეგროვებინა საკმარისი თანხა ყვავილებისა და ვერტმფრენისთვის.
ლონდონში ოფისის კლერკმა დახარჯა რამდენიმე წლის მანძილზე დაგროვილი მთელი თანხა, რათა გამოტყდომოდა სიყვარულში თავის რჩეულს. მის აღიარებას ოთხი საათის განმავლობაში, ყოველ ორ წუთში აჩვენებდნენ საინფორმაციო ტაბლოზე პიკადილიზე(ერთ-ერთი ყველაზე ფართო და ხალხმრავალი ქუჩა ლონდონის ისტორიულ ცენტრში). იტალიაში შეყვარებულმა მამაკაცმა გაიტაცა სასწრაფო დახმარების მანქანა, რათა თავისი შეყვარებულისთვის სერენადა ემღერა სირენის თანხლებით. მას ცუდად არ გამოუვიდა, მაგრამ უკმაყოფილო მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. თავისი საქციელი მან იმით ახსნა, რომ ძალიან უნდოდა ემღერა, მაგრამ მან ვერ ისწავლა დაკვრა ვერცერთ ინსტრუმენტზე, ამისათვის მოუწია „სასწრაფოს“ წაყვანა და სირენის თანხლებით სიმღერა.
ქალბატონები ნამდვილად არ მოელოდნენ მათზე შეყვარებული მამაკაცებისგან ასეთ საქციელს.
195 2-ს მოსწონს
|