x
image
ფიქრია ჯიქია
15 ქვეყანა, სადაც ქალები უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცები

გაეროს შეფასებით, 2015 წელს მსოფლიოში 100 ქალზე მოდიოდა 101.8 კაცი. განსხვავება უმნიშვნელოა, მაგრამ ერთი შეხედვით - დაწყებული 1960 წლიდან, მამაკაცების რაოდენობა მუდმივად მატულობს. გარდა ამისა, მამაკაცების და ქალების თანაფარდობა მსოფლიოში უკიდურესად არათანაბარია. არაბულ ქვეყნებში კაცები მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ქალები, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პირიქით, იგრძნობა მამაკაცების დეფიციტი.

გაგაცნობთ, თუ რომელ ქვეყნებში ჭარბობს მშვენიერი სქესი.

image

ლატვია
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 84.8 – 100-ზე

ბალტიისპირეთში იგრძნობა აშკარა მამაკაცების დეფიციტი - ლატვიაში მცხოვრები ქალები სამშობლოში ვერ პოულობენ ცხოვრების მეგზურს, ამიტომ ხშირად მიემგზავრებიან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მათ საძებნელად.

image

ლიტვა
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 85.3 – 100-ზე

ლატვიელების უახლოესი მეზობლები ლიტველები ასევე პირველ ადგილს იკავებენ ქალთა რაოდენობით ქვეყანაში. შობადობის სიტუაცია აქაც სამწუხაროდ გამოიყურება - სულ უფრო ცოტა წყვილი პოულობს ერთმანეთს და სულ უფრო ცოტა ბავშვი იბადება. და ეს სიკვდილიანობის არცთუ მცირე ფონზე.

image

მარტინიკა
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 84.5 – 100-ზე

პატარა კუნძულს კარიბის ზღვაში თამამად შეიძლება ეწოდოს ქალთა არქიპელაგი - აქ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დისპროპორციაა დემოგრაფიაში ქალთა სასარგებლოდ.

image

კურასაო
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 85.6 – 100-ზე

კიდევ ერთი კარიბის სახელმწიფო, რომელშიც მეფობს დემოგრაფიული მატრიარქატი - მამაკაცები აქ დროდადრო მოყავთ გემებით.

image

გვადალუპა
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 86 – 100-ზე

დიდი ფრანგული კოლონია ისე, როგორც სხვები, ძალიან განიცდის ადგილობრივ მამაკაცებსა და ქალებს შორის ჰარმონიის უკმარისობას.

image

უკრაინა
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან : 86.3 – 100-ზე

სლავური ქალები ძალიან ლამაზები არიან, ხოლო უკრაინაში ისინი გაცილებით ბევრია, ვიდრე მამაკაცები. სწორედ ამიტომ, უკრაინა სტაბილურად წარმოადგენს „ექსპორტზე ცოლების“ გამოცდილ მიმწოდებელს.

image

ბელორუსია
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 86.8 – 100-ზე

ყოფილი საბჭოთა კავშირიდან კიდევ ერთი სლავური ქვეყნის აბსოლიტურად იდენტური მაჩვენებელი. ბელორუსიაში მიდის ნამდვილი ნადირობა ხარისხიან მამაკაცებზე, რომლებიც აქ აშკარად არასაკმარისია.

image

სომხეთი
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 86.5 – 100-ზე

სომეხი ქალები ლამაზები და ვნებიანები არიან, მაგრამ ქვეყანაში იბადება უფრო მეტი გოგონა, რომელთა შორის თავისუფლად შეიძლება გაიზარდოს კიმ კარდაშიანის მსგავსი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი.

image

რუსეთი
მამაკაცების თანფარდობა ქალებთან: 86.8 - 100-ზე

რუსეთში, როგორც სხვა სლავურ ქვეყნებში, ბოლო ათწლეულები შეინიშნება ქალთა რაოდენობის სტაბილური ზრდა, იმ დროს, როცა მამაკაცების რიცხვი სულ უფრო და უფრო კლებულობს. ამის მიზეზი რუსი მამაკაცების ცხოვრების წესია, რომლის გამოც მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თითქმის 10 წლით ნაკლებია, ვიდრე ქალების.

image

ესტონეთი
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 88 - 100-ზე

ესტონელები უახლოეს ნათესავებად თვლიან ფინელებს. ადგილობრივი ლამაზმანები, ქერები და ცისფერთვალება არიან, მაგრამ ამას ვერავინ აფასებს - ქვეყანაში შეინიშნება მამაკაცების აშკარა დეფიციტი.

image

სალვადორი
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 88.4 – 100-ზე

1990-იან წლების დასაწყისიდან ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო სალვადორი იმყოფება ეკონომიკურ კრიზისში. ამ დროს შესამჩნევად მოასწრო დაცემა რეპროდუქტიული ასაკის შრომისუნარიანი მამაკაცების რაოდენობამ - ქალთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია აქ ძალიან მწვავედ დგას.

image

ჰონკონგი
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 88.5 – 100-ზე

ყოფილი ინგლისური კოლონია, ხოლო ახლა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკური ცენტრი, ფაქტიურად დგას ქალთა მხრებზე - 100-დან 12 ქალი აქ ვერ პოულობს პარტნიორს.

image

პორტუგალია
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 89.9 - 100-ზე

თუკი მივყვებით მშრალ სტატისტიკას, შანსი შეხვდეთ პორტუგალიელ ქალს არის სხვა ქვეყნის მამაკაცებისთვის მეტი, ვიდრე პორტუგალიელისთვის. საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში კატასტროფულად არ არის საკმარისი მამაკაცები, რომელთაც შეუძლიათ დააკმაყოფილონ ცხელი პორტუგალიელი ქალების მოთხოვნილებები.

image

არუბა
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 90.6 – 100-ზე

პაწაწინა სახელმწიფოში, რომელიც წარმოადგენდა ყოფილ ჰოლანდიის კოლონიას, ცხოვრობს მხოლოდ 100 ათასი ადამიანი, რომელთა შორის ქალები - ნახევარზე მეტია.

image

უნგრეთი
მამაკაცების თანაფარდობა ქალებთან: 90.8 - 100-ზე

1990-იან წლებში უნგრეთმა მოიპოვა - კინოსთვის ლამაზი მსახიობი ქალების მიმწოდებლის მთავარი ქვეყნის არაოფიციალური სტატუსი. ასეთი ტენდენცია გასაკვირი არაა - მამაკაცები აქ არასაკმარისია და ისინი ვინც არიან, იმდენად განებივრებული არიან ქალების ყურადღებით, რომ ქალებზე ნადირობის უნარს კარგავენ.

2
3453
4-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
3453
  
2017, 24 აპრილი, 20:20
ქართველი მამაკაცებისთვისაა ეს სტატია, გაითვალისწინეთ და აირჩიეთ და ამ ქვყნებში მოიწყვეთ ცხოვრება :))))
2017, 24 აპრილი, 14:28
რიგში დადგნენ ყველას მოვივლი. რუსეთიდან დავიწყებ
0 1 2