x
image
ფიქრია ჯიქია
ქალის 10 შეცდომა მამაკაცთან ურთიერთობაში

image

ბევრი ქალი ხშირად ჩივის, რომ მამაკაცები გახდნენ სხვანაირები, რომ ყველა კაცი ერთნაირია, რომ სიყვარული მხოლოდ „3 წელი ცოცხლობს“ და რაც არ უნდა ეცადო, ამას ვერაფერს ვერ მოუხერეხებ. ეს ძალიან ხელსაყრელი პოზიციაა, რადგან უფრო რთულია შენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღო შენს თავზე და ეცადო მასში რაღაც შეცვალო და გაიგო, რატომ უყვართ ერთნი, ხოლო ზოგისთვის ყველაფერი რთულადაა.
განვიხილოთ ქალების ყველაზე გავრცელებული შეცდომები:

შეცდომა 1
თქვენ უკეთებთ რა მამაკაცს რაღაცას კარგს, ასევე ელოდებით მისგან სამაგიეროს. იმისათვის, რომ არ აღმოჩნდეთ იმედგაცრუებული, უბრალოდ გაუკეთეთ გულით, გულწრფელად. მიიღეთ სიამოვნება თვითონ პროცესისგან და არა საპასუხო ნაბიჯის მოლოდინისგან.

შეცდომა 2
ჩვენი საყვარელი ფრაზები - „ყველაფერი ნორმალურადაა“ და „არაფერი არ მომხდარა“ არის იმისათვის, რომ მამაკაცში გამოიწვიოს პანიკა, დანაშაულის გრძნობა. და ის შიშით ყველაფერს გააკეთებს, რაც თქვენ გინდათ. ეს მუშაობს, მაგრამ მცირე ხნით. მამაკაცს მობეზრდება თქვენი მოჟამული სახის გამომეტყველება და დადგება დრო, როდესაც ის აღარ გკითხავთ რა დაგემართათ. თუკი თქვენ რაიმეთი უკმაყოფილო ხართ, უბრალოდ დაელაპარაკეთ მას ამის შესახებ.

შეცდომა 3
გარეშე ადამიანების ჩართვა თქვენს ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან გვიყვარს შევჩივლოთ მეგობრებს, დედას, ნაცნობებს, ნაკლებად ნაცნობ ხალხსაც კი. მაგრამ ემოციებში ყოფნისას ჩვენ ვყვებით მხოლოდ ყველაზე ცუდს, ხოლო შემდეგ ჩვენვე ვისმენთ, თუ რა ნაძირალასთან ვცხოვრობთ და რაში გვჭირდება ის ჩვენ.

შეცდომა 4
ცდილობთ შეცვალოთ მამაკაცი. მაინც არ გამოგივათ. კორექტირების შეტანა შეიძლება გამოგივიდეთ, მაგრამ ეს ჩვენთვის ცოტაა და რომ დავიწყებთ უკვე ვეღარ ვჩერდებით. ამ დროს ყველა ადამიანს სურს რომ ის უყვარდეთ და მიიღონ ისეთი, როგორიც ის არის.

შეცდომა 5
შეადაროთ თქვენი წყვილი სხვას. ყველაზე უშედეგო მცდელობაა. თქვენ ხომ არ იცით სინამდვილეში მათთან რა ხდება. ხედავთ მხოლოდ სურათს, რომლის ჩვენებასაც ისინი ცდილობენ. თქვენ უნდა განავითაროთ თქვენი ურთიერთობა. და როცა იქნებით ბედნიერები, მაშინ შეწყვიტავთ დაინტერესებას, თუ რა ხდება იქ, სხვებთან.

შეცდომა 6
დამოუკიდებლობა. ქალი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ ზომიერად. თუკი ის „რკინის ლედია“, არ გააჩნია კომპრომისებზე წასვლის უნარი და ყველაფერი შეუძლია თვითონ, მაშინ მამაკაცი თავს იგრძნობს არაკომფორტულად. მიეცით თქვენს რჩეულს საშუალება, იგრძნოს თავი ნამდვილ მამაკაცად თქვენს გვერდით.

შეცდომა 7
ყველაფერი აღიქვით ცხადად. რატომღაც ქალები თვლიან, რომ მამაკაცს მათი რაღაც “მართებს“, ამით კი უფასურდება რასაც ის აკეთებს. არადა არ არის ძნელი კიდევ ერთხელ უთხრათ მადლობა და შეაქოთ. თუკი ის შეხედავს, რომ თქვენ მას აფასებთ, მაშინ ხვალ თქვენ მიიღებთ უფრო მეტს.

შეცდომა 8
იუმორის ნაკლებობა. იუმორი - ეს არის ძლიერი „იარაღი“ მამაკაცის ყურადღების მისაქცევად და მოსაზიდად. ყოველ ადამიანს სურს იგრძნოს თავი ბედნიერად და თუკი თქვენ მას გაამხიარულებთ ან აყვებით მის ხუმრობებს, ის ამას აუცილებლად დააფასებს.

შეცდომა 9
თქვენი წარსული. თქვენ ნაწილობრივ შეგყავთ ის თქვენს ახალ ურთიერთობაში. იწყებთ მის განსჯას და დადანაშაულებას, რომ წინა რაღაცას აკეთებდა და ახლანდელს არ უნდა გაკეთება. ან თუ გქონდათ სამწუხარო გამოცდილება, არ სწავლობთ თქვენს შეცდომებზე და იწყებთ მათ განმეორებას.

შეცდომა 10
თქვენი თავის დავიწყება. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ვასიამოვნოთ მამაკაცს, ვთვლით რომ ის უფრო მეტად დაგვაფასებს. გადავეწყობით მასზე, ვიწყებთ მისი თვისებებით, მისი ცხოვრებით ცხოვრებას, „ვირევით“ მასში და აბსოლიტურად ვწყვეტთ ჩვენს თავზე, ჩვენს სურვილებზე, მოთხოვნებზე ყურადღების მიქცევას და ჩვენ მთლიანად ვუძღვნით ჩვენს თავს მამაკაცს, ხოლო სამაგიეროდ გვესმის: „მე არ მითხოვია....“ გამოსავალი მარტივია - გიყვარდეთ თქვენი თავი და დააყენეთ ის პირველ ადგილზე, პატივი ეცით თქვენს თავს.

ყველასათვისაა ცნობილი, რომ მამაკაცებს ხიბლავთ ქალები, რომლებსაც უყვართ თავისი თავი, რომლებიც თავის თავზე ზრუნავენ, თავის თავს უვლიან და ვითარდებიან. ასეთი ქალები ყოველთვის მოძებნიან, თუ რა საქმიანობით დაკავდნენ და არ არიან „მამაკაცის კისერზე“, ასეთი ქალები არიან საინტერესო. ასე, რომ ძვირფასო ქალებო არ გაირთულოთ ცხოვრება. იცხოვრეთ თქვენი სიამოვნებისთვის, გაანებივრეთ და დააფასეთ თქვენი თავი და მამაკაცებს შეუყვარდებით. ისინი ხომ თავიანთი ბუნებით მონადირეები არიან, ასე რომ მიეცით მათ საშუალება ინადირონ თქვენზე, ოღონდ ნუ გახდებით იოლი „ნანადირევი“.

0
2518
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
2518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0