x
image
ფიქრია ჯიქია
რატომ უნდა მოიხსნათ მშობიარობის წინ ყველა სამკაული

image

გერმანელმა მეანებმა მოგვითხრეს, რატომ უნდა მოიხსნას ორსულებმა მშობიარობის წინ ყველა სამკაული. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგება საფრთხის ქვეშ.

საკმაოდ ხშირად სამშობიარო სახლებში მედდებს მომავალი დედებისგან თითქმის ძალით უწევთ სამკაულების მოხსნა. ბევრ ქალს უბრალოდ არ ესმის, როგორ შეიძლება ბეჭედმა, საყურეებმა და მძივებმა იმოქმედოს მშობიარობაზე.

ზოგჯერ ქალები ხვდებიან ამა თუ იმ დარღვევას, რაც იწვევს თითების შეშუპებას, რომლის დროსაც ბეჭედის მოშორება ხდება ძალიან რთული საპნის გამოყენებითაც კი. ამავდროულად გამოცდილი მეანები გერმანიიდან ხაზს უსვამენ, რომ ქალმა უნდა მოიშოროს სხეულიდან ნებისმიერი სამკაული მშობიარობის წინ. სხვადასხვა სახის აქსესუარები სხეულზე ზრდის ინფექციის რისკს, რამდენადაც სამკაულები არ წარმოადგენენ მეტალის სტელირულ ფრაგმენტებს, ისინი ასევე შეიცავს თავიანთ ზედაპირზე მიკრობების საკმაოდ დიდ რაოდენობას, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველია.

რამდენადაც სამკაულების უმეტესობა მეტალისგან არის დამზადებული, მათ შეუძლიათ ნებისმიერ ტემპერატურის ცვალებადობასთან სწრაფად რეაგირება, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ დამწვრობამდე. თუკი სამკაულები შევლენ რეაქციაში რომელიმე ქიმიურ ნივთიერებასთან, მაშინ ეს შეიძლება გახდეს შეშუპებების და კანის სხვა პრობლემების მიზეზი. და ბოლოს მშობიარობის დროს ძლიერი ტკივილების გამო ბევრი ქალი სხვადასხვაგვარ მოძრაობებს აკეთებს და სამკაულები უბრალოდ შეიძლება გამოკრათ საწოლის თეთრეულს ან რომელიმე ზედაპირს, რამაც შეიძლება ტრავმამდე მიგიყვანოთ.

არ ღირს სამკაულების სამშობიაროში წაღება წარმატებისთვის, როგორც ამას ბევრი მომავალი დედა აკეთებს. ბეჭდები, ბროშები და საყურეები რეკომენდირებულია მოიხსნათ და დატოვოთ სახლში. თუკი თქვენ გინდათ იქონიოთ რაიმე თილისმა, უმჯობესია თილისმის სახით წაიღოთ რაიმე სხვა შესაბამისი საგნები ან სათამაშოები, რომლებსაც გავლილი ექნებათ სტერლიზაცია.

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0