ფსიქოლოგია რა არის აგრესია და როგორ გავითავისუფლოთ თავი აგრესიისგან 2017, 5 დეკემბერი, 18:00 აგრესია- სპეციფიურად ორიენტირებული ქცევა, მიმართული ყველა იმ დაბრკოლების მოსაცილებლად ან დასაძლევად, რომელიც ფიზიკური ან ფსიქიკური ორგანიზმის მთლიანობას უქმნის საფრთხეს.
სიცილი, სიყვარული, ბედნიერება, სიკეთე ... აგრესია- აგრესიაც ადამიანური ემოციაა, უბრალოდ უარყოფითი შეფასების.
ყოველმა ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს ემოცია არ არის უსაფრთხო გარშემომყოფებისთვის, ამ მიზეზის გათვალისწინებით უნდა ვეცადოთ ამ ემოციის მოთოკვა. თუ ამას არ გავაკეთებთ აგრესიის ზრდა გარდაუცალია, რაც მიგვიყვანს ისეთ სიტოაციამდე, რომ ამ მდოგამრეობიდან გამოსვლა პრობლემატური იქნება. აგრესიის გამომწვევი მიზეზები
1) ჰორმონალური ცვლილებები ორგანიშმში სხვადასხვა დაავადებების გამო, ისევე, როგორც აუცილებელი ნივშიერებების ნაკლებობის გამო.
2) შიმშილის გრძნობა. ქალები, რომლებიც დიეტის სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, ხშირად აქვთ აგრესიის გრძნობა. 3) მუდმივი სტრესი და დეპრესია. 4) დავის დროს მიღებული ნეგატიური ემოციები. თუმცა ითვლებოდა, რომ აგრესია არის უძველესი ინსტინქტი, რომელიც ადამიანს გადარჩენაში ეხმარება. როგორ გავთავისუფლდეთ აგრესიისგან 1) როდესაც, იგრძნობთ, რომ აგრესიამ მოგიცვათ და შედეგები შესაძლოა საშინელი იყოს, ჯობია თვალები დავხუჭოთ და დავითვალოთ 10-მდე, ამ დროს ადრენალინის დონე სისხლში იწევს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ იმოქმედოს გააზრებულად. 2) სიცილი ახანგრძლივებს ცხოვრებას. იმ შემთხვევაში, როდესაც საერთოდ არ გეცინებათ უბრალოდ გაიღიმეთ, ღიმილი ეხმარება სხეულს მოდუნებაში და ხსნის კუნთოვან დაძაბულობას. სხვა შორის იოგაში არსებობს ვარჯიშის სახელწოდება "ბუდას ღიმილი" . 3) დაისვენეთ, გამოიძინეთ, არ დაუშვათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და უფრო ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დალაილამა აგრესიაზე : "როდესაც აგრესია მოგიცავთ დაფიქრდით ეს, რამ გამოიწვია? სპეციალისტები და ექიმები ჩვენს ყურადღებას ამახვილებენ : შიშზე, ზიზღზე და სიძულვილზე. როდესაც არის შიში, მას მოსდევს უკმაყოფილება. ხოლო უკმაყოფილება გამოიწვევს მრისხანებას, ასერომ შიში და მრისხანება ძალიან ახლო ემოციებია. მუდმივი სიძულვილი, მრისხანება და ზიზღი ანადგურებს ჩვენს იმუნურ სისტემას. ჩვენ ყველას გვაწუხებს ჩვენი ჯანმრთელობა, ხოლო თუკი გვინდა, რომ გვქონდეს ჯანსაღი სხეული, ამისთვის საჭიროა, ჯანმრთელი და მშვილი აზროვნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მრისხანება მოსვენებას არ აძლევს ჩვენს აზროვნებას, იფიქრეთ ამაზე და დარწმუნდებით, რომ მრისხანებაში არაფერია სასიკეთო. ის არ წყვეტს ჩვენს პრობლემას პირიქით ართულებს". 179 4-ს მოსწონს
|