ფსიქოლოგია რატომ არის სასარგებლო ფაზლების აწყობა? - ფსიქოლოგების რეკომენდაცია 2018, 28 ნოემბერი, 15:09 იმაზე, თუ რა უნდა ვუყიდოთ ბავშვს გასართობად და განსავითარებლად, მშობლები ბევრს ფიქრობენ. გარდა იმისა, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სათამაშოს ხარისხი, დანიშნულება, ბავშვის ასაკი, ასევე უნდა დავაკვირდეთ, რას ვაძლევთ ამით პატარას და მის განვითარებას რამდენად შეუწყობს ესათუის სათამაშო ხელს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვს ძირითადად ისეთი რამ ვაჩუქოთ, რაც დადებითად აისახება მის განვითარებაზე. ბავშვები თამაშით უამრავ რამეს სწავლობენ და ხშირად იმაზე მეტსაც, ვიდრე გვგონია. ბევრი მათგანი სწორედ თამაშის მეშვეობით ეუფლება სხვადასხვა უცხო ენას, გეოგრაფიას, ინტერესდებიან სხვადასხვა ქვეყნით და ა.შ. პატარებისთვის გამორჩეულად კარგ საჩუქრად რა არის ფაზლი?ფაზლი, ანუ ასაწყობი ნახატი, მოზაიკა - თავსატეხი თამაშია, რომელშიც აუცილებელია ნახატის ბევრი სხვადასხვა ფორმის ფრაგმენტიდან ერთი საერთო მოზაიკის აწყობა.ფაზლის დადებითი ეფექტებიფსიქოლოგების აზრით, მას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და დადებით გავლენას ახდენს, თანაც, არა მხოლოდ პატარებზე, არამედ უფროსებზეც. ბავშვების შემთხვევაში, ფაზლის აწყობა ხელს უწყობს გამომსახველობითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ყურადღების მობილიზებას, აღქმას - ფერების, ფორმების, ზომების და ამასთანავე განავითარებს წვრილმან მოტორიკას. როგორ ავარჩიოთ? <<< სრულად წაკითხვა176 2-ს მოსწონს
|