საზოგადოება მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – კანონი მოსახლეობის 3 პროცენტისთვის, თუ საფრთხე ერისთვის 2017, 8 დეკემბერი, 10:36 სტატისტიკის თანახმად, თქვენ ან ვინმეს, თქვენი წრიდან, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, გამოუყენებია მარიხუანა, როგორც ნარკოტიკული საშუალება. დღეს, როდესაც ის უკვე დეკრიმინილიზირებულია და მან საკუთარი ადგილი დაიკავა იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც მარიხუანა ლეგალური ან ნაწილობრივ ლეგალურია, აუცილებლად
უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ხშირი და სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში, ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება და დროთა განმავლობაში, ის იწვევს: I. პანიკური შიშის შეტევას, აკვიატებულ აზრების და ყურადღების გაძლიერებას გარემო დეტალების მიმართ (ანუ მოქმედებს ადამიანის ფსიკიქურ მდგომარეობაზე). მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მანქანის საჭესთან დაჯდომამდე, 3 საათით ადრე მარიხუანას მოხმარება, ავარიაში მოხვედრის შანს 2-ჯერ ზრდის (ყველანაირი ავარია სამწუხაროა, მაგრამ ორმაგად სამწუხაროა, თუ ამ ავარიის დროს, ადამიანი დაზარალდება, რომელიც ნარკოტიკს არ მოიხმარს); II. ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითებას და მეტყველების პრობლემებს; III. დღეში 5 ცალი მოწეული «კასიაკი» IQ დაწევას იწვევს; IV. ფეხმძიმე ქალის მიერ მარიხუანას მოხმარება, ნაყოფის განვითარების შენელებას იწვევს, არღვევს მისი ნერვული სისტემის განვითარებას, ხოლო მამრობითი სქესის ბავშვებში, რეპროდუქციის ფუნქციის შემცირებასას; V. მამაკაცებს, რომლებიც მარიხუანას რეგულარულად მოიხმარენ, უმცირდებათ ტესტოსტერონის დონე და სპერმატოზოიდების აქტივობა, რაც თავის მხრივ, კვერცხუჯრედის განაყოფიერებას შეუძლებელს ხდის; VI. მარიხუანას ყოველ მეათე მომხმარებელში, იწვევს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას. VII. თავის ტკივილს, რომელიც თვეების მანძილზე, შეუჩერებლად გაგრძელდება. ხასიათის მიხედვით, ეს ტკივილი ძალიან ჰგავს შაკიკს. მისი ინტენსივობა ხან იზრდება, ხან მცირდება. VIII. ძლიერ ოფლიანობას, რომელიც ღამის საათებში ძლიერდება. ორგანიზმიდან ოფლი წყალივით მოედინება. თეთრეული მთლიანდა სველდება და ოფლს საშინელი სუნი აქვს. ექიმები ამას იმით ხსნიან, რომ ორგანიზმი ცდილობს მავნე ნივთიერებისგან გათავისუფლებას და ის ტოქსინებს ოფლთან ერთად დევნის. ეს მდგომარეობა, შეიძლება, თვეების მანძილზე გრძელდებოდეს. IX. ხველებას, რომელიც ასევე ემსახურება ადამიანის ორგანიზმიდან შხამების გამოდევნას. ხველება 6-7 თვე გრძელდება, მანამ, ვიდრე ფილტვები და სასუნთქი გზები არ გათავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან. X. საჭმლის მონელების სისტემის მოშლას, რაც მადის დაქვეითებას იწვევს. ადამიანი უარს ამბობს საკვებზე, რადგან მისი მიღება მუცლის არეში ტკივილს იწვევს. XI. ტკივილებს წელის არეში, რომელიც დიდი ხნით ფეხზე დგომის შემთხვევაში ვლინდება. დასვენების შემდეგ, ტკივილი ქრება. XII. მხედველობის დაქვეითებას. XIII. იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ინფექციებით ხშირ ავადმყოფობას იწვევს. XIV. ჰორმონალური ბალანსის დარღვევას. XV. არასრულწლოვანებში, ზრდა–განვითარების შეფერხებას. და ეს, სრული სია არ არის... გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მარიხუანას მოხმარების საერთო სურათი ასეთია (ფერთა გრადაციაში მოცემულია ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან, მარიხუანას მომხმარებლების რაოდენობა %-ში):
და ბოლოს, თუ სტატიაში მოცემულ რუკებს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ქვეყნებში, სადაც მარიხუანა ლეგალური ან ნაწილობრივ (სამედიცინო და რეკრეაციული) ლეგალურია, მისი მომხმარებლების რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნებში, სადაც ის არალეგალურია. 137 7-ს მოსწონს
|