ქალი ირანელ გოგონას სურდა ანჯელინა ჯოლის ასლი ყოფილიყო,თუმცა მუმიას დაემგვანა 2017, 1 დეკემბერი, 14:15 ირანელმა გოგონამ 40 კილოგრამი დაიკლო წონაში და 50 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა იმისთვის, რომ ანჯელინა ჯოლის დამგვანებოდა, თუმცა ახლა მოსიარულე მუმიას უფრო ჰგავს.
19 წლის საჰარ თაბარს(Sahar Tabar)ნამდვილად შოკისმომგვრელი გარეგნობა აქვს ამჟამად, არა და გოგონამ, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჟელინა ჯოლის ფანია, 50 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მათ შორის დაიბერა ტუჩები, გაისწორა ყვრიმალის ძვლები და აცხადებს, რომ ყველაფერს იზავს იმისთვის, რომ ანჯელინა ჯოლის მაქსიმალურად ჰგავდეს. ფოტოზე:ასე გამოიყურებოდა საჰარ თაბარი თავის დროზე ირანელ გოგონას ამჟამად "ინსტაგრამზე"340 ათასი ხელისმოწმერი ჰყავს, თუმცა კომენტარების უმეტესობა ნეგატიურია: "საშინელებაა, ზომბივით გამოიყურები""მოსიარულე მკვდრებიდან", "მორჩა ჰელოუინი, მალე შობაა", ერთ-ერთი მომხმარებელი კიდევ საჰარს ტიმ ბარტონის მულტფილმის გმირს, - "პატარძლის გვამს"ადარებს. ამასთანავე კომენტარებში აღნიშნავენ, რომ პლასტიკური ოპერაციების გარდა საჰარი სახეზე უზომო რაოდენობის ფერუმარილს ისვამს, რაც უფრო კომიკურს ხდის მის ისედაც ფაქტურულ სახეს. 434 5-ს მოსწონს
|