x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საკუთარი სამშობლოდან დეპორტირებულ ვარსკვლავს ნოსტალგია შემოაწვა

image


თავდაპირველად, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სამი მამაკაცის გაძევების ისტორია, ძალიან უცნაური და იდუმალებით მოცული იყო და არც ის იყო ცნობილი, თუ კონკრეტულად ვინ იყო დეპორტირებული. მაგრამ, შემდეგ გაირკვა, რომ ერთი მათგანი დუბაიში მცხოვრები, ომარ ბორკან ალ-გალა იყო. ხოლო, მიზეზი არც პოლიტიკური საქმიანობა და არც მონარქიისთვის საფრთხის შექმნა იყო. ის სამშობლოდან მხოლოდ იმიტომ გააძევეს, რომ შარიათის გვარდიას მეტისმეტად ლამაზად მოეჩვენა. მისი დეპორტაციის მიზეზიც სწორედ ეს გახდა: მას სამშობლო «მეტისმეტი სილამაზის გამო» დაატოვინეს. მორალის პოლიციამ ჩათვალა, რომ ის საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყანას, რადგან ის, ყველა ქალს ერთი ნახვით უყვარდებოდა.


image

უმცა დეპორტაცია ომარისთვის ბედნიერი «ბილეთი» აღმოჩნდა. დღეს ის ყველაზე მოთხოვნადი მამაკაცია აშშ-ს და კანადის მოდის სამყაროში. არის ფოტომოდელი, იღებენ რეკლამებში და ჰოლივუდშიც კი მიიწვიეს.



ცოტა ხნის წინ, დაბადების დღეზე, მას Mercedes G55 აჩუქეს. თუმცა ვინ გაუკეთა ასეთი მეფური საჩუქარი, ომარისთვის უცნობია. როგორც თავად ფიქრობს, ის მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემლისგან უნდა იყოს. მას კი, სრული ბედნიერებისგან მხოლოდ სამშობლოს მონატრება აშორებს (2013 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს) და იმედოვნებს, რომ შარიათი გადაწყვეტილებას შეცვლის და დუბაის სანაპიროზე გასეირნებას, ახლო მომავალში, ისევ შეძლებს.


imageimageimage

1
231
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
231
  
2017, 30 ნოემბერი, 23:38
მე ამ სტატიას ასეთ სათაურს მივცემდი :"როცა სილამაზე სასჯელად იქცევა" :)
0 1 1