სხვა რუსეთში 12 წლის გოგონა საკუთარი მამისგან დაორსულდა 2017, 29 ნოემბერი, 18:07
წინასწარი მონაცემებით 37 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.
ქალაქ ომსკში 12 წლის გოგონა საკუთარი მამისგან დაორსულდა, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ОМ1.ru იტყობინება. როგორც ცნობილი გახდა, დედამ მოზარდ ქალიშვილთან ერთად ერთ-ერთ ადგილობრივ პოლიკლინიკას მიმართა, გოგონა გულისრევას და თავბრუსხვევას უჩიოდა, გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ 12 წლის გოგონა ფეხმძიმედ იყო. ექიმებმა პოლიციას გამოუძახეს, სამართალდამცავების პარალელურად გოგონასთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ, დადგინდა, რომ გოგონა საკუთარმა მამამ გააუპატიურა, თან დაემუქრა, რომ არავისთვის მოეყოლა ამ ამბის შესახებ. ორი თვის შემდეგ მამამისი ურალში გაემგზავრა, იქვე ცხოვრობდა და მუშაობდა, როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცმა სავარაუდოდ სუიციდი განახორციელა.მან თავი ჩამოიხრჩო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, მართლა მამამისისგან დაფეხმძიმდა გოგონა, თუ სხვა ვინმეა ამ დანაშაულში გარეული. 113 7-ს მოსწონს
|