x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მცენარე, რომლის ნაყოფს ვაშლის გემო აქვს და სანთელივით იწვის

მსოფლიოში 2 სახის ხე არსებობს, რომელიც სანთელივით იწვის. ერთ-ერთი მათგანი, მოლუკის ტუნგი (Aleurites moluccana) ყველა კონტინენტის ტროპიკულ ტყეებში იზრდება, ხოლო მეორე – სანთლის ხე, იგივე პარმენტერა (Parmentiera cereifera) მხოლოს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ხარობს.

მოლუკის ტუნგს, მართალია, სანთლის ფორმა არა აქვს, მაგრამ დიდი რაოდენობით ზეთს შეიცავს და კარგად იწვის. რაც შეეხება პარმენტერას, ის სრულიად ამართლებს სახელს — როგორც ფორმით, ისე ფუნქციით.


imageსანთლის ხე (Parmentiera cereifera)

სანთლის ხე, არც თუ ისე მაღალი, მარადმწვანე მცენარეა და მისი სამშობლო პანამა არის. ნაყოფი პირდაპირ ღეროდან ან ტოტებიდან არის ჩამოკიდული და გიგანტურ სანთლებს მოგვაგონებს. თითოეული მათგანის სიგრძე, შეიძლება 1 მ-მდე იყოს, ხოლო სიგანე (დიამეტრი) – 2-3 სმ-ია. ნაყოფი ყვითელი ან თეთრი ფერის არის. ყოველივე ეს მის პარაფინის სანთელთან მსგავსებას იწვევს და მისი სახელიც სწორედ აქედან მოდის.


imageimageსიგანეზე გადაჭრილი ნაყოფი

სანთლის ხის ნაყოფი საკვებადაც გამოიყენება. ამბობენ, რომ მას ვაშლის გემო აქვს, მაგრამ უფრო თკბილია. მიირთმევენ უმი სახით, როგორც ხილს და ამატებენ სალათებში და სხვა კერძებში.


image


როგორც ზევით იყო აღნიშნული, ზეთის მაღალკონცენტრირებული შემადგენლობით, კიდევ ერთი მცენარე გამოირჩევა, რომელიც რძიანასებრთა (ლათ. Euphorbiacea) ოჯახს მიეკუთვნება. ამ მცენარის თვისებები იმდენად ადრე აღმოაჩინეს და გაამრავლეს, რომ დღეს უკვე შეუძლებელია მისი სამშობლოს ზუსტად დადგენა. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მოლუკის კუნძულებიდან უნდა მომხდარიყო ტუნგის გავრცელება.


imageმოლუკის ტუნგი (Aleurites moluccana)

სანთლის ხისგან განსხვავებით, ტუნგი მაღალი ხე არის. მისი სიმაღლე შეიძლება 20 მეტრსაც კი აღემატებოდეს. მას დიდი ზომის ღია მწვანე ფერის ფოთლები აქვს, რომლის ზომა შეიძლება 10-20 სმ. იყოს. რაც შეეხება ნაყოფს, დაახლოებით, 4-6 სმ. დიამეტრის კაკლებია, მყარე ქერქით და ზეთით გაჯერებული ერთი ცალი თესლით. კაკლის გატეხვის შემდეგ, ყოველგვარი დამუშავების გარეშე, პირდაპირ შეიძლება მისი ანთება და ბნელი ოთახის განათება.

image

ზოგიერთ ქვეყანაში, ამ ხის ნაყოფიდან ბლანტ სოუსს ამზადებენ, რომელიც სუფრაზე ბოსტნეულთან და ბრინჯთან ერთად მიაქვთ.

image

გარდა ამისა, მცენარის სხვადასხვა ნაწილი ხალხურ მედიცინაშიც გამოიყენება: ზეთი — თმის ზრდის სტიმულირებისთვის; თესლი – ყაბზობის დროს; ქერქი – სიმსივნის მკურნალობისას (იაპონიაში); ფოთლებით თავის ტკივილს, ციებ-ცხელებას, წყლულს და გონორეას (მალაის კუნძულებზე) მკურნალობენ. imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageყველაზე უცნაური მცენარეები

მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო

მცენარე, რომლის ფუღუროშიც, ცხოვრება შეიძლება

ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი)


0
597
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0