საზოგადოება 38 წლის მერიემს, უკვე 38 შვილი ჰყავს! 2017, 24 ნოემბერი, 22:09 მერიემ ნაბატანძი ცხოვრობს უგანდაში. იგი 38 წლის გახდა და მას სიმბოლური იუბილე გადაუხადა უგანდას მთვარობამ. მერიემს 38 წლის ასაკში 38 შვილი ჰყავს! მერიემ ნაბატანძი ცხოვრობს უგანდაში, კერძოდ სოფელ კამბირბირში. მას 38 წლის ასაკში უკვე 38 შვილი ჰყავს. მერიემი 12 წლის ასაკში გათხოვდა და 13 წლის ასაკში ეყოლა პირველი შვილი. 38 შვილის დედას, 6 შვილი გარდაეცვალა. მას 10 გოგო და 28 ბიჭი ჰყავს... ნაბატანძიმ 3-ჯერ 3 ტყუპი, 3-ჯერ 4 ტყუპი და 3-ჯერ ტყუპი გააჩინა. ყველაზე უფროსი შვილი 24 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი რამოდენიმე თვის. მერიემის თქმით, მას 38-ვე შვილი თავის მეუღლისგან ჰყავს. "მე ყოველთვის მეუღლის ერთგული ვარ. მისთვის ღალატზე არასოდეს მიფიქრია. ბოლო მშობიარობის შემდეგ, გადავწყვიტე საშვილოსნოს ამოღება. 38 შვილი საკმარისია სავსებით" - ციტირებს bbc-სთან ინტერვიუს დროს მერიემი. მერიემს და მის მეუღლეს რათქმაუნდა ძალიან უჭირთ 38 შვილის აღზრდა, თუმცა არც უკმაყოფილონი არიან. მათ შვილები ძალიან უყვართ და ეს სიტუაცია მათ საკმაოდ აბედნიერებთ. უგანდის მთავრობაც მერიემს ფინანსურ დახმარებას უწევს. წარმოგიდგენთ ფოტოებს, მრავალშვილიან ოჯახიდან... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. 2017 წელი, ბოლო 137 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წელიწადია - NASA-ს უახლესი მტკიცებულება! 2. 8 საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძარღვებს! 3. აღმოჩინეს თუ არა მეცნიერებმა საიდუმლო ქალაქი ატლანტიდა? 4. როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია? - 7 რჩევა, რომელიც უფრო მეტ პოზიტივს მოგიტანთ! 5. წარმოგიდგენთ 2017 წელს ველურ ბუნებაში გადაღებულ საუკეთესო ფოტობს...
826 7-ს მოსწონს
|