დიეტოლოგია ნერვული ანორექსია და ჭარბი წონა 2017, 17 ნოემბერი, 22:51 ![]() დილით, როდესაც თვალს ვახელთ და ვემზადებით ახალი დღისათვის, ხშირად ვფიქრობთ იმაზე თუ რა ჩავიცვათ, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ. ჩვენს თავს სარკეში ვუყურებთ და ვფიქრობთ, საკუთარ სხეულზე თუ რამდენად გვაკმაყოფილებს ის. ზოგი ადამიანისთვის სილამაზეს კილოგრამები არ განსაზღვრას, ზოგისთვის კი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღესდღეობით, უამრავი ადამიანი ებრძვის წონას სხადასხვა მეთოდით, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, სავალალო შედეგამდე მივყავართ. მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული და გადაუჭრელი პრობლემაა ნერვული ანორექსია და ჭარბი წონა. სილამაზის კრიტერიუმები, დროთა განმავლობაში, იცვლება. თუ კი გასული საუკუნის 50იან წლებში მერლინ მონროს ქალური და მომრგვალებული ფორმები იქცევდა რეჟისორების, მასმედიის წარმომადგენლების, დიზაინერებისა და ზოგადად, საზოგადოების ყურადღებას, დღესდღებით, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. აწესებენ იდეალური სხეულის პარამეტრებს, რომლის ციფრებიც დღითიდღე იკლებს. უბრალო, არითმეთიკულ ციფრებს კი შეუძლიათ შეიწირონ ადამინის სიცოცხლე. სილამაზე არ ნიშნავს გამხმარ თეძოებსა და ჩაწიკწიკებულ ნეკნებს, მაგრამ არც ჭარბი წონა არ ასოცირდება მასთან. რა არის ნერვული ანორექსია? დღესდღეობით ფსიქოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცებეული დაავადებაა ნერვოზი. ნერვოზის რამდენიმე სახე არსებობს, მათ შორის, არის ნერვული ანორექსიაც, რომელიც გამხდარ ადამიანს აფიქრებინებს, რომ მას აქვს ზედმეტი კილოგრამები, რომლებიც მის ფსიქოლოგიას განაწყობს საკუთარი სხეულისა და წონის მიმართ უარყოფითად. გასუქების შიშით დანერვოზებული ადამინები უარს ამბობენ საკვებზე, მაშინაც კი, როდესაც მათ საერთოდაც არ სჭრიდებათ საკვების შეზღუდვა. ნერვული ანორექსიის სიმპტომებია: 1. ადავმყოფის მიერ მუდმივად იმის შეგრძნება, რომ არის მსუქანი 2. გასუქების შიში 3. ძილის დარღვევა 4. დეპრესიულობა 5. მომატებული გაღიზიანება და დაქვეითებული აქტიურობა. 6.ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა 7.არაობიქეტური შეფასება საკუთარი წონისა და სიმაღლისა. მაგალითად: “ ვარ 170 სმ და 45 კილო. მინდა ვიწონიდე 35 კილოს“. ნერვული ანორექსია აზიანებს ადამიანისს ჯანმრთელობას. მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა ( გულის არითმია, გულის წასვლა, მუდმივად სიცივის შეგრძნება), 2. კანის დარღვევები (თმის ცვენა, ზურგსა და სახეზე თმების გამოჩენა, კანის სიმშრალე), 3. ენდოკრინული სისტმების დარღვევა ( უშვილობა. ჰორმონალური დარღვევა) დაავადება შესაძლებელია სამგვარი შედეგით დასრულდეს 1. განკურნება 2. განმეორება 3. სიკვდილი. ფსიქიკური შედეგები კი შეიძლება იყოს - დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა და თვითმკვლელობა. თავდაპირველად ანორექსიის პირველი მაგალითი გაჩნდა მე-19 საუკუნეში და შემდგომ პერიოდში უფრო გავრცელდა. 21-ე საუკუნეში კი ნერვული ანორექსიით დაავადებული ადამინების რიცხვმა მოსალოდნელ შედეგს გადააჭარმა. ა.შ.შ-ში ყოველდღიურად რეგისტრიდება 15 ადამიანი ნერვული ანორექსიის სიმპომებით. სტატისიკური მონაცმების მიხედვით ა.შ.შ-ში ქალების მოსახლების 0.5%დან 3.5%მდე ჰქონდა ცხოვრების რომელიმე პერიოდში ეს პრობლემა. ადრე ანორექსია ქალთა დაავადებად ითვლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მან მამაკაცებშიც იჩინა თავი. ამ დაავადებით დაავადებული ადამინების 95 % ქალია 5 % კი მამაკაცი. ![]() ქრისტინე უგლავა თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი 52 შეფასება არ არის
|