x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები? - იცით, რისგან სუქდებით?
ჭარბი წონა– ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.




image




უმეტეს შემთხვევაში, ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის- ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. თქვენი აღნაგობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რა გასუქებთ, რადგან სხვადასხვა საკვებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ფიგურას განსხვავებულად.




შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები? - იცით, რისგან სუქდებით?




1. ბანანის ფორმის აღნაგობა.



ნიშნები:

საშუალოზე მაღალი სიმაღლე;
მხრები, თეძოები და წელი თითქმის ერთნაირი;
მცირე მოხრილობა;


ჭარბი წონა ჩვეულებრივ ჩნდება მუცელზე და თეძოებზე, ხოლო ხელები და ფეხები თხელი რჩება.


ბანანს ცხიმის შეზღუდვა სჭირდება. ისინი, როგორც წესი, ადვილად იკლებენ წონაში, ამიტომ უცხიმო დიეტის გარდა, საკმარისი იქნება მეტი სიარული და სახლში მარტივი ვარჯიშების გაკეთება მუცლისა და ბარძაყის მოსაშორებლად (ჩაჯდომები, ლუნგები, კრუნჩები).





2. ვაშლის ფორმის აღნაგობა.


ნიშნები:

მხრები უფრო ფართო ვიდრე თეძოები;
სხეულის ზედა ნახევარი უფრო დიდია, ვიდრე ქვედა;
სუსტი თეძოები და ფეხები;
ფართო გულმკერდი და მუცელი;


მიდრეკილია წონაში მატებას მხოლოდ მუცელზე.


ეს უკანასკნელი შეიძლება მოგვარდეს ვარჯიშით, ხოლო ნახშირწყლების შემცველი საკვების შეზღუდვა ხელს უწყობს "ვაშლს" წონის დაკლებაში - ეს არის ის, რაც პირველ რიგში იწვევს "მუცლის" ზრდას.





3. მსხლის ფორმის აღნაგობა.


ნიშნები:

სხეულის ქვედა მხარე უფრო დიდია, ვიდრე ზედა;
მხრები თეძოებზე ვიწრო;
ჭარბი წონა იქმნება ძირითადად წელის ქვემოთ.


მსხლის მთავარი მტერი ტკბილეულია. განსაკუთრებით კი ტკბილი, როგორც განცდილი სტრესის კომპენსაცია და მისი მირთმევა ღამით. ეს არის სხეულის ყველაზე ქალური და ყველაზე „ჰორმონ დამოკიდებული“ ნაწილი, რადგან ეს ტიპი წარმოიქმნება ესტროგენის, ქალის სასქესო ჰორმონის გავლენის ქვეშ და იგივე ჰორმონი გვაიძულებს გავიქცეთ ეკლერზე.





4. ქვიშის საათის ფორმა.


ნიშნები:

ზედა და ქვედა სხეული დაბალანსებულია;
თეძოები და მხრები თითქმის იგივე ზომისაა;
განსხვავება თეძოებსა და წელის შორის 15 სმ-ზე მეტია;


ჭარბი წონა თანაბრად ნაწილდება მთელ სხეულში.


სხეულის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ტიპი და ყველაზე შრომატევადი, როცა საქმე წონაში კლებას ეხება. "საათი" ყველაზე დიდხანს ეწინააღმდეგება ნებისმიერ დიეტას, ამიტომ წონის ეფექტური დაკლებისთვის მოგიწევთ ყველა ფრონტზე დარტყმა: შეზღუდეთ ცხიმები, ნახშირწყლები და ტკბილეული. და როგორც სპორტი, ასევე ცურვა ოპტიმალურია.



0
77
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0