სხვა აზარტული თამაშები საქართველოში და ათასობით ადამიანის დანგრეული ცხოვრება 2017, 16 ნოემბერი, 23:51 აზარტულ თამაშებს არც თუ ისე მოკლე ისტორია აქვს.ჯერ კიდევ 1765 წელს გაიხსნა აზარტული თამაშების პირველი დაწესებულება.ეს იყო პარიზში და გამიზნული იყო ქვეყნის ხაზინის შესავსებად.ეს ფაქტი უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ წამგებიანია სამორინე-კაზინოების სტუმართათვის აზარტული თამაშები. საქართველოში დიდი ხანია, რაც ამგვარმა დაწესებულებებმა მომრავლება დაიწყო და შესაბამისად, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ლუდომანიითა(აზარტული თამაშებით გატაცება) შეპყრობილი.1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში სათამაშო ბიზნესი სრულიად უკონტროლო იყო და მოთამაშეთა აზარტულ თამაშებში მასიურად ჩართვაც ამ პერიოდს უკავშირდება, ტოტალიზატორები და პოკერ-კლუბები იმ დროისათვის ახალგაზრდობისათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილები იყო და ამას არც კანონი კრძალავდა.სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონი მხოლოდ 2005 წელს იქნა მიღებული და ისიც ზედაპირულია, რადგან ითვალისწინებს მხოლოდ სახელმწიფოსათვის მოსაკრებლის გადახდას და არაა გათვალისწინებული სათამაშო დაწესებულებების ტერიტორიული განლაგება.შესაბამისად, თბილისის მაგალითზე, სადაც ყველაზე მეტი სამორინე-კაზინოა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით ასეთ დაწესებულებებს, ძირითადად კი მეტროებთან, უნივერსიტეტებთან და ცენტრალურ ადგილებში.მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია კაზინო “შანგრილას" გახსნამ საპატრიარქოს გვერდით, თუმცა პროტესტი პროტესტად დარჩა, კაზინო კი აქტიურად მასპინლობს ლუდომანებს. 2005 წელს მიღებული კანონის ძალით, სახელმწიფო აზარტული თამაშების დაწესებულებებიდან ყოველწლიურად ასობით მილიონ ლარს ღებულობს.ერთ-ერთი მიზეზი, სათამაშო ბიზნესის თავაშვებულობისა ესეც გახლავთ. კიდევ ერთი პრობლემა, ესა არასრულწლოვნების ჩართულობა აზარტულ თამაშებში.კანონის თანახმად, სამორინეებში არ დაიშვებიან 21 წლამდე პირები, სათამაშო აპარატებთან კი 18 წლამდე პირები, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, კანონი ზედაპირულია, რადგან აზარტული თამაშებისათვის განკუთვნილი დაწესებულების ადმინისტრაციას არ ევალება პიროვნების ასაკის შემოწმება, თუ არ გაუჩნდება გონივრული ეჭვი.არ არსებობს რაიმე სანქცია, რომელიც არასრულწლოვნის მასპინძლობისათვის დაეკისრება სამორინე-კაზინოს. მორიგი პრობლემა, ესაა სათამაშო ბიზნესის რეკლამირება.ქალაქებში მრავლადაა მათი სარეკლამო ბილბორდები, ასევე სატელევიზიო საშუალებებიც დატვირთულია აღნიშნულით და მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც მისდით ჩვენს მოქალაქეებს აზარტული თამაშების შესახებ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი ჩათრეული აღმოჩნდა აზარტულ თამაშებში, იწყებენ მცირე თანხებით და ყოველ ჯერზე მატულობს იგი, განსაკუთრებით ე.წ.პირამიდით მოთამაშეების შემთხვევაში(წაგებულ თანხას მოთამაშე შემდეგ ჯერზე აორმაგებს, იმ იმედით, რომ წაგებულ თანხას აინაზღაურებს).მოგებული კი იშვიათად თუ ვინმე გამოვა სათამაშო დაწესებულებიდან.მცირე თანხებით დაწყებული გართობა ხშირ შემთხვევაში გადაიზრდება ხოლმე სახლიდან ნივთების გატანით, მათი გაყიდვით, დალომბარდებით.შედეგად იწყება ხოლმე ნერვული აშლილობები, ოჯახური კონფლიქტები, ხშირად მათი დაშლით დამთავრებული და რაც ყველაზე საგანგაშოა, დიდი თანხების წაგების შემთხვევაში გახშირდა თვითმკვლელობები. სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები ბევრია, თუმცა მათ გადასაწყვეტად გამოთქმული იდეები ცოტა, სამაგიეროდ, გვაქვს კანონები “ბუსუსებიანი პრეზერვატივის" მოხმარება-არ მოხმარებაზე, საპირისპირო სქესისათვის დაჟინებულ ყურებაზე და სხვა მსგავსი. P.S. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და თურქეთში აზარტუოი თამაშები საერთოდ აკრძალულია. 86 3-ს მოსწონს
|