მუსიკა თურქი მომღერალი,რომელიც 71 წლისაა და 40 წლის ქალივით გამოიყურება აპირებს შვილის გაჩენას 2017, 15 ნოემბერი, 10:12 მომღერალი აიშე აჯა პეკანს თურქეთის შერს უწოდებენ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ქალს რომლის ფოტოებსაც უყურებთ 70 წელს არის გადაცილებული. თურქული ესტრადის ვარსკვლავი 1946 წელს დაიბადა და ახლა 71 წლისაა, აჯა დღესაც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, მართავს კონცერტებს, წერს ახალ სიმღერებს და ჟურნალების გარეკანისთვის ფოტოსესიებს მართავს. ინსტაგრამზე მისი ფოტოების დათვალიერების შემდეგ იფიქრებთ, რომ ქალი მაქსიმუმ 40 წლისაა, აჯას შესანიშნავი ფიგურა, ეფექტური გარეგნობა და სახეზე ერთი ნაოჭიც არა აქვს;მაგრამ ეს ყველაფერი არაა, ყველაზე შოკისმომგვრელი მომღერლის ამას წინანდელი განცხადება გახდა, აიშა აჯა პეკანი აპირებს პირველი შვილის გაჩენას! აიშე აჯა პეკანი ყოველთვის ამოვარდნილი იყო აღმოსავლელი ქალის ტრადიციულად მოკრძალებული ცხოვრების წესიდან, ჯერ კიდევ 60-იან წლებში მისი ფოტოები ბიკინით დამშვენებული იყო ჟურნალის გარეკანები, მომღერალი ფრანგულ პანსიონში სწავლობდა, მშობლიური თურქულის გარდა იცის ფრანგული, ინგლისური, ბულგარული აზერბაიჯანული და იტალიური ენები. 1980 წელს აჯა ევროვიზიის კონკურსზე წარდგა ნიდერლანდებში, სადაც მე-15 ადგილი დაიკავა. თურქული პრესა ამტკიცებს, რომ აჯა ფოტოშოპს არ იყენებს, თუმცა რაც არ უნდა იყოს, იყენებს თუ არ იყენებდეს, ერთი რამ ფაქტია, 71 წლის ქალი თავის ასაკთან შედარებით ნამდვილად სუპერეფექტურად გამოიყურება. 1804 9-ს მოსწონს
|