კულტურა არსებობდა თუ არა სმარტფონები მე - 19 საუკუნეში? - საქმე გვაქვს ანაქრონიზმთან თუ უბრალო რეალობასთან? 2017, 14 ნოემბერი, 13:03 ერთი შეხედვით ის ჩანს ფოტოზე, როგორც მეცხრამეტე საუკუნის ქალი - გოგონა შესაბამისი ჩაცმის სტილით, რომელიც სადღაც სოფლის შარა გზაზე მიდის და მისი თვალები მიპყრობილია სმარტფონზე.ეს უცნაური (bizarre) სცენა შემჩნეული იქნა პიტერ რასელის მიერ.საქმე გვაქვს (ანაქრონიზმთან ( ბერძნული ανά – "უკან" და χρόνος - "დრო") – ქრონოლოგიური შეუსაბამობა. ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის, პიროვნებისა თუ ნივთის შეცდომით მიკუთვნება სხვა ეპოქისათვის) თუ უბრალო რეალობაა ეს ყოველივე? ავსტრიელი მხატვრის ფერდინანდ ჯორჯ უოლდუმულერის მიერ შესრულებულმა ფერწერულმა ნამუშევარმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომლის ნახატი "Neue Pinakothek" მუზეუმშია გამოფენილი და რომელზეც მე - 19 საუკუნის 1850 - იანი წლების სცენაა წარმოდგენილი.ნაშრომის სახელწოდებაა " მოსალოდნელი ერთი" - ანუ "The Expected One".ამავე გალერეა - მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, მხატვრობაში ასევე ცნობილია ნამუშევარი სახელწოდებით "Sunday Morning ", სადაც ორი პერსონაჟია გამოსახული და გადმოცემით ისინი საკვირაო ტანსაცმლით არიან ნახატზე.თავად ავსტრიის ხელოვნების სააგენტოს დირექტორმა Gerald Weinpolter კი განაცხადა, რომ გოგონას ხელში ლოცვის წიგნი უჭირავს.რას აღწერს სურათი? ფეხით მიმავალი გოგონა, რომელსაც თავზე თავსაბურავი აქვს, მიემართება ჭუჭყიან კლდოვან სოფლის გზაზე, სადაც მას ახალგაზრდა მამაკაცი ელოდება ყვავილით ხელში. აქ ყურადღება გადატანილია პატარა მართკუთხა ობიექტზე - ნივთზე, რომელიც გოგონას უჭირავს ხელში.აღნიშნულზე გლაზგოში მიუნხენის მუზეუმში მინიშნება გააკეთა უკვე ადგილობრივი ხელისუფლების ოფიცერმა პიტერ რასსელმა, რომლის განმარტებით, გაურკვეველი წარმომავლობის ექსპერტები დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ გოგონას ხელში არა სმარტფონი არამედ ლოცვის წიგნი უჭირავს.მისი თქმით: - " დღეს ჭეშმარიტი ფერწერული ნამუშევრის ახსნა მრავალსაუკუნოვან ტილოზე გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ თანამედროვე სამყაროში არც ერთი თინეიჯერი სმარტფორნთან ერთად ასეთ ფოტოს არ გადაიღებს და ვერავინ იხილავს მსგავს სცენებს სოციალური მედიის მშთანმთქმელი თინეიჯერების ხელში.მართალია, მხატვრობის მიღმა ჭეშმარიტების ახსნა შეიძლება ბევრად უფრო მარტივი იყოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს "სკაუტური ფეხით მოსიარულეთა" სცენები".2017 წლის აგვისტოში გაშიფრულმა ფრესკულმა ნამუშევარმა «Мистер Пинчон и поселение Спрингфилд», რომელიც 1937 წელსაა შესრულებული იტალიელი მხატვრის უმბერტო რომანოს მიერ, დღემდე გამოცანად რჩება, რა უჭირავს ხელში ინდოელს? სავარაუდოდ ეს მართკუთხა ობიექტი სმარტფონია, თუმცა ჟამთააღმწერლები ვერაფერს ამბობენ. 137 4-ს მოსწონს
|